თბილისობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„თბილისობა-2007“: სახალხო სეირნობა რიყეზე

„თბილისობა“ — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული ქ. თბილისში. პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. 2011 წელს ერთჯერადად „თბილისობის“ დღესასწაული 7, 8 და 9 ოქტომბერს აღინიშნა.[1].

ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე