ჰამასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამასის დროშა

ჰამასი აკრონიმია "ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ"-ისა (არაბ.: حركة المقاومة الاسلامية, პირდაპირი მნიშვ.: "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"), და წარმოადგენს პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას, რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმანურ საძმოსთან. მისი ოფიციალური მიზანია "ისრაელის გეოგრაფიული რუქიდან წაშლა[საჭიროებს წყაროს მითითებას]" და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის, აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის, საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ მიმდევრები ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც, და პალესტინის დიასპორაში სხვა ქვეყნებში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევითა და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.

ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც სრულიად მოუღებს ბოლოს ისრაელს, ისრაელის სახლემწიფოს მიერ მიჩნეულია საბაბად იმისა, რათა ამ ორგანიზაციის ლიდერები განადგურებულ იქნან. ჰამასის ლიდერების განადგურების მცდელობები გატარებულ იქნა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა მეთოდებითაც, მათ შორის ავტომანქანათა აფეთქებით, ცეცხლსასროლი იარაღით, მომწამვლელი ინიექციებით მოსადის აგენტების მიერ ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს გარეთ.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.