იულონ გაგოშიძე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იულონ გაგოშიძე | |
| სახელი დაბადებისას |
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|---|---|
| მოღვაწეობა |
ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, მინისტრი. |
|
ბიოგრაფიული ცნობები
|
|
| დაბადების თარიღი | |
| დაბადების ადგილი | |
| ჯილდოები: |
ოქროს მედალი |
იულონ გაგოშიძე ( დ. 17 ივლისი, 1935, თბილისი). ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
[რედაქტირება] განათლება
- 1953 წ. - ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლა.
- 1958 წ. - წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
- 1961 წ. - დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ანტიკური ხანის არქეოლოგიის სპეციალობით.
- 1965 წ. - მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
- 1984 წ. - მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
[რედაქტირება] კარიერა
- 2008 წ. - 31 იანვარს დაინიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.
- 1961 - დღემდე - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი).
- 1978-2003 წწ. - კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტებში: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰალეს უნივერსიტეტი (გერმანია), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია), იენის უნივერსიტეტი (გერმანია), აარხუსის უნივერსიტეტი (დანია).
- 1991 წ. - მცხეთის რაიონის პრეფექტი.
- 1966 წ. - დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებს საქართველოსა და საზღვარგარეთ (ისრაელში, კვიპროსში, აზერბაიჯანში);
- 2000 წ. - არჩეულ იქნა « შავიზღვისპირეთის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის ცენტრის » (ZAKS, Halle am-Zaale) წევრ-კორესპონდენტად.
- 2002 წ. - არის აკადემიური პერიოდული გამოცემის «Ancient West and East» (ლაიდენი-ბოსტონი-კიოლნი) საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
- 1996 წ. - არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
გამოქვეყნებული აქვს ანტიკური და შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიის სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი 300-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა შორის 8 მონოგრაფია (მათგან სამი თანაავტორებთან ერთად).
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით.
ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და შვიდი შვილიშვილი.
სტატიის