სავე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავე
ინგლ. Save River
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სათავის მდებარეობა ჰარარედან 80 კმ-ით სამხრეთით
შესართავი ინდოეთის ოკეანე
20°54′15″ ს. გ. 35°03′46″ ა. გ. / 20.90417° ს. გ. 35.06278° ა. გ. / -20.90417; 35.06278
შესართავის მდებარეობა მოზამბიკის სრუტე
სიგრძე 400 კმ
აუზის ფართობი 106 420 კმ²
სავე — მოზამბიკი
სავე
— სათავე, — შესართავი
სავე ვიკისაწყობში

სავე (ინგლ. Save River) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.

მდინარე მიედინება ზიმბაბვეში და მოზამბიკში[1][2]. მდინარის სათავე მდებარეობს ზიმბაბვეში, 80 კმ-ით სამხრეთით დედაქალაქ ჰარარედან. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, კვეთს სახელმწიფო საზღვარს ზიმბაბვესა და მოზამბიკს შორის. ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტეში.

მდინარის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 400 კმ-ს. აქვს რამდენიმე შენაკადი. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარეზე შესაძლებელია ნაოსნობა 100 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანესთან შეერთებამდე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sabi River
  2. Massuanganhe, Elídio A.; Macamo, Celia; Westerberg, Lars-Ove; Salomão, Bandeira; Mavume, Alberto; Ribeiro, Eunice (2015). „Deltaic coasts under climate-related catastrophic events – Insights from the Save River delta, Mozambique“. Ocean & Coastal Management. Elsevier. 116: 331–340. doi:10.1016/j.ocecoaman.2015.08.008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სავე&oldid=3052528“-დან