ვეგეტარიანული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხილ-ბოსტნეული ბაზარში
ხილ-ბოსტნეული ბაზარი

ვეგეტარიანული სამზარეულო აერთიანებს როგორც ტრადიციულად ვეგეტარიანულ კერძებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოსგან, ასევე ორიგინალურად არა ვეგეტერიანული კერძების ადაპტირებულ ვერსიებს.

ვეგეტარიანული სამზარეულოს დესერტი
ვეგეტარიანული სამზარეულოს დესერტი

ვეგეტარიანულ სამზარეულო ზირითადად ემყარება საკვებს, რომელიც აკმაყოფილებს ვეგეტარიანულ სტანდარტებს, ხორცისა და ცხოველური ქსოვილის პროდუქტების გამოკლებით (მაგალითად, ჟელატინი ან ცხოველური წარმოშობის ექსტრაქტი ) ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელობისთვის (ვეგეტარიანელობის ყველაზე გავრცელებული სახეობა დასავლურ სამყაროში), ნებადართულია კვერცხი და რძის პროდუქტები (მაგალითად, რძე და ყველი ცხოველური წარმოშობის ექსტრაქტის გარეშე). ლაქტო-ვეგეტარიანელებისათვის რძის პროდუქტები ნებადართულია, მაგრამ კვერცხი არ არის დაშვებული, ხოლო ოვო-ვეგეტარიანელობისათვის კვერცხი ნებადართულია, მაგრამ არა რძის პროდუქტი.[1]ვეგეტარიანელობის ყველაზე მკაცრი ფორმაა ვეგანობა, რომელიც გამორიცხავს ყველა ცხოველურ პროდუქტს, მათ შორის რძის პროდუქტებს, თაფლს და ზოგიერთ რაფინირებული შაქარის სახეობას, როდესაც გაფილტრული და ძვლოვანი ნახშირია გამოყენებული მათეთრებალდ.[2]

პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი ვეგეტარიანელი, უარს ამბობს დაკლული ცხოველის ან ფრინველის ხორცზე და მნიშვნელოვნად აფართოებს დიეტას შედარებით იშვიათი ან ნაკლებად გავრცელებული საკვების ხარჯზე. ნაწილობრივ ამიტომაც ხასიათდება ვეგეტარიანული სამზარეულო მცენარეული საკვების მრავალფეროვნებით.

ვეგეტარიანული სიცილიური სალათი
ვეგეტარიანული სიცილიური სალათი

ვეგეტარიანული საკვები შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად:

  •  ტრადიციული საკვები, რომელიც ყოველთვის იყო ვეგეტარიანული, შეიცავს მარცვლეულს, ბურღულეულს, ხილს, ბოსტნეულს, პარკოსნებს და კაკალს.
  • სოიოს საკვები, მათ შორის ტოფუ და ტემპი ცილის საერთო წყაროა.
  • ტექსტურირებული მცენარეული ცილა (TVP), დამზადებულია უცხიმო სოიოს ფქვილისგან, ხშირად შედის ჩილის და ჰამბურგერის რეცეპტებში, ნაცვლად  ხორცის ფარშისა.
  • ხორცის ანალოგები, რომლებსაც ხორცის გემო, ფაქტურა და იერსახე აქვს.  ხშირად იყენებენ  ისეთ რეცეპტებში, რომლებიც ტრადიციულად შეიცავს ხორცს.
  • კვერცხი და რძის ანალოგები ვეგანურ სამზარეულოში (აკვაფაბა, ბოსტნეულის ნაღები ან მცენარეული რძე).

 ზოგადად, ყველა ვეგეტარიანელისათვის შესაფერისი საკვებია:

ტრადიციული ვეგეტარიანული სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანასის ვეგეტარიანული დესერტი
ანანასის ვეგეტარიანული დესერტი

ამ სამზარეულოში შედის ბევრი ისეთი გავრცელებული საკვები, რომელსაც ვეგეტარიანელები მიირთმევენ  შემცვლელი ინგრედიენტების გარეშე.

ეროვნული სამზარეულოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინურ-ბუდისტური ვეგეტარიანული კერძები
ჩინურ-ბუდისტური ვეგეტარიანული კერძები
პოპულარული ქართული კერძი ბადრიჯანი ნიგვზით
პოპულარული ქართული კერძი ბადრიჯანი ნიგვზით

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამზარეულოებისა, ვეგეტარიანული კერძები ასევე გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოს მენიუში.

ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლინები ნაყინით, ხილითა და ხილის კომპოტით ავსტრიიდან
ბლინები ნაყინით, ხილითა და ხილის კომპოტით ავსტრიიდან

დესერტების უმეტესობა, მათ შორის ღვეზელები, ნამცხვრები, ფუნთუშები, ტრიუფელი, ბრინჯის კრისპის ნამცხვრები არაქისის კარაქით დამზადებული ნამცხვრები, პუდინგი, ბრინჯის პუდინგი, ნაყინი, ნაღების კრემი და ა.შ. ა შესაფერისია ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებისთვის.

აღმოსავლური საკონდიტრო ნაწარმი და დესერტი, როგორიცაა ჰალვა და რაქათ ლუქუმი, ძირითადად ვეგანურია, ხოლო ბაქლავა (რომელიც ხშირად შეიცავს კარაქს) ლაქტოგეტერიანულია. ინდური დესერტები და ტკბილეული ძირითადად ვეგეტარიანული მცენარეებისაგან მზადდება, როგორიცაა პედა, ბარფი, გულაბ ჯამუნი, შრიხანდი, ბასუნდი, კაჯუ კატრი, რასგულა, ჩამ ჩამი, რაჟბოგი და ა.შ. მშრალი ხილის ტკბილეული არის ვეგანური.

ხორცის ანალოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორცის შემცვლელი ტოფუ ბრინჯით
ხორცის შემცვლელი ტოფუ ბრინჯით
ბურგერი ტემპე
ბურგერი ტემპე

ხორცის ანალოგი არის მცენარისგან მიღებული ხორცის მსგავსი ნივთიერება. უფრო გავრცელებული ტერმინებია მცენარეული ხორცი, ვეგანური ხორცი, ხორცის შემცვლელი, სიმულაციური ხორცი, ხორცის ალტერნატივა. ვეგეტარიანული ხორცის ანალოგებს, როგორც წესი, განსაზღვრავს გარკვეული ესთეტიკური თვისებები (როგორიცაა ტექსტურა, არომატი, გარეგნობა) ან გარკვეული სახის ხორცის ქიმიური მახასიათებლები. როგორც წესი, ხორცის შემცვლელი ნიშნავს საკვებს, რომელიც მზადდება ვეგეტარიანული ინგრედიენტებით და ზოგჯერ ცხოველური პროდუქტების გარეშე. ბევრი მათგანი მზადდება სოიოსგან ასევე შეიძლება გაკეთდეს ბარდის ცილისგან. სხვა ნაკლებად გავრცელებულ ანალოგებში შედის ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა მიკოპროტეინი.

ხორცის ანალოგების მომხმარებელთა კატეგორიაში შედიან: ვეგეტარიანელები, ვეგანები, ასევე არა ვეგეტარიანელები, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ ხორცის მოხმარება და პირები, რომლებიც იცავენ რელიგიურ დიეტურ კანონებს ინდუიზმში, იუდაიზმში, ისლამში და ბუდიზმში.[3]

ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმზე მზარდი მოთხოვნილონის გამო გლობალური დათბობის პირობებსა და სხვა გარე ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედების შედეგად ცხოველური წარმოშობის პროდუქტების დიდი როლის საპასუხოდ, გაიზარდა ინდუსტრიები, რომლებიც ორიენტირებულია ხორცის შემცვლელი პროდუქტების პოვნაზე. ამასთან, მათი მოტივაცია განსხვავდება ჯგუფების მიხედვით.

ხორცის შემცვლელების ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული "ხორცის მწარმოებლებზე" - მომხმარებელთა ჯგუფზე, რომლებიც, ძირითადად, ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და წონის კორექციით არიან მოტივირებულები. მომხმარებლები, რომლებიც თავს ვეგანებად, ვეგეტარიანელებად ან პესეტერიანელებად მიიჩნევენ, უფრო ხშირად მხარს უჭერენ ცხოველთა კეთილდღეობას და / ან გარემოსდაცვით პრობლემებს, როგორც მათ მთავარ მოტივაციას.

ხორცის ჩანაცვლებას დიდი ხნის ისტორია აქვს. სოიოს მარცვლისგან დამზადებული პოპულარული ხორცის ანალოგი ტოფუ ცნობილი იყო ჩინეთში დასავლეთის ჰანების დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 206 - ახ. წ. 9). [8] ტაო გუს (903-970) მიერ დაწერილ დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ უწოდებდნენ ტოფუს "წვრილ ცხვრის ხორცს" და აფასებდნენ როგორც ხორცის იმიტაციას. ხორცის ანალოგები, როგორიცაა ტოფუ და ხორბლის გლუტეინი, დაკავშირებულია ბუდისტურ სამზარეულოსთან ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში. შუა საუკუნეების ევროპაში ხორცის ანალოგები პოპულარული იყო ქრისტიანული დიდმარხვის დროს, როდესაც თბილსისხლიანი ცხოველების ხორცის მიღება აკრძალულია.

2010 წლებში გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული  პრობლემების, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პირობებში მსხვილი საინვესტიციო კომპანიების Impossible Foods და Beyond Meat მიერ გაიზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობა ხორცის შემცვლელ პროდუქციასთან დაკავშირებით დასავლეთის ბაზრებზე.

კომერციული პროდუქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკირება
ინდოეთში გამოყენებული მარკირება ვეგეტარიანული პროდუქტების (მწვანე) არა ვეგეტარიანული პროდუქტების (წითელი)გასარჩევად

მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვეგეტარიანული პროდუქცია ხელმისაწვდომია. მაგალითად, ავსტრალიაში სუპერმარკეტების ქსელების უმეტესობაში შესაზლებელია სხვადასხვა ვეგეტარიანული პროდუქტის ყიდვა, ხოლო ქუინსლენდის ვეგეტარიანული / ვეგანური საზოგადოება მსურველს სთავაზობს ვეგეტარიანული სავაჭრო სახელმძღვანელოს [4] ამასთან, კომერციულად ეტიკეტირებული ვეგეტარიანული პროდუქციის ყველაზე დიდი ბაზარი ინდოეთია, სადაც ოფიციალური მთავრობის კანონები არეგულირებს "ვეგეტარიანული" და "არა ვეგეტერიანული" საკვების მარკირებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "International Vegetarian Union - The Origins of Some Words".
  2. Harvard Health Publishing (4 December 2017). "Becoming a vegetarian". Harvard Health Publishing. Retrieved 8 October 2018.
  3. Schwab, Katharine (2019-07-25). "These plant-based food companies are rebranding to target meat eaters—and it's working". Fast Company. Retrieved 2020-09-03.
  4. Vegetarian/Vegan Society of Queensland. "Vegetarian/Vegan Supermarket Shopping Guide". Archived from the original on 20 May 2009. Retrieved 7 May 2009.