ქერი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერი

ქერი (Hordeum), ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. საქართველოში უძველესი დროდანაა ცნობილი და მოჰყავთ თითქმის ყველგან. ბიოლოგიური თვისებების მიხედვით, ქერი იყოფა საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. მისი მარცვალი შეიცავს: წყალს, ცილას, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ნაცრის ელემენტებს, ცხიმს, ფერმენტებს; B, D, E და A ჯგუფის ვიტამინებს. ქერისგან მზადდებადიეტური საკვები, კერძოდ, მისი ფაფით კვებავენ ღვიძლით დაავადებულებს. ქერის მარცვალი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, ამიტომ, მის ფაფასა და წვნიანს, დიეტის სახით, მსუქან ადამიანებსაც ურჩევენ.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98"-დან
პირადი ხელსაწყოები