წიწაკა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბუჩქბალახი, კულტურაში ერთწლოვანი ბოსტნის მცენარეა. აქვს განტოტვილი, 30-130 სმ სიმაღლის ღერო. მარტივი მოგრძო ან მოკლეყუნწიანი ფოთოლი. ნაყოფი ცრუ კენკრაა. კულტურაში გვხვდება წიწაკის 4 სახეობა, რომელთაგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum). განასხვავებენ წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს. მწარეს იყენებენ საკაზმ-სანელებლად, ტკბილს — საკონსერვო და კულინარულ წარმოებაში. საქართველოში გვხვდება ქუთაისური და სხვა ადგილობრივი ჯიშები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 335, თბ., 1987 წელი.