ისპანახი (გვარი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისპანახი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ნაცარქათამასებრნი
გვარი: ისპანახი
ლათინური სახელი
Spinacia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]


ისპანახი (Spinacia) — ორსახლიანი, ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნის ისპანახი Spinacia oleracea. ისპანახის ღერო 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს (უძლებს 8-10 °C ყინვას), სწრაფად იზრდება. მაღალ ტემპერატურაზე იწყებს აჩიყებას. მოსავალს იღებენ 5-6 როზეტის განვითარებიდან მცენარის აყვავებამდე. ისპანახის სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში. საქართველოში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. თესენ შემოდგომასა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე. მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კაპანაძე ე., ქსე, ტ. 5, გვ. 235, თბ., 1980