რეჰანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეჰანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: რეჰანი
ლათინური სახელი
Ocimum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რეჰანი (Ocimum), ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ცნობილია 150-მდე სახეობა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ დ ატროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია. ყოფილს სსრკ-ში 2 სახეობაა: ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum), რომელსაც იყენებდნენ სანელებლად, საკონდიტრო წარმოებაში და ლიქიორის დასამზადებლად; ევგენოლის რეჰანი (Ocimum manthaefolium, Ocimum gratissimum) 70-100 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი, ტროპიკული ბუჩქბალახია. აქვს თავთავისებრი ყვავილედებით დაბოლოებული გვერდითი ტოტები, დატოტვილი ფუნჯა ფესვი, მსხვილი კვერცხისებრ-ლანცეტისებრი ფოთოლი. ჰა-ზე მოდის 40-80 ც მწვანე მასა, რომელიც შეიცავს 0,3% ეთერზეთს, ხოლო ეს უკანასკნელი 70%-მდე ევგენოლს. მოჰყავთ საქართველოს რაიონებში. აქ იგი ერთწლოვანი კულტურაა. იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში, მედიცინაში — სამკურნალო საშუალებად. მისგან იღებენ ვანილს. რეჰანი მრავლდება თესლით. ჩითილი კვალსათბურში დარგვის ვადაა მაისის I ნახევარი. რგავენ ოთხმწკვრივიანი ჩითილის სარგავი მანქანით. რეჰანის ნათესი საჭიროებს ორგანული და მინერალური (უფრო აზოტიანი) სასუქებით განოყიერებას. სავეგეტაციო პერიოდია (დარგვიდან მოსავლის აღებამდე) 130-150 დღე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჩიქვანაია ე., ქსე, ტ. 8, გვ. 380, თბ., 1984