პუდინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუდინგი ხილთან და კრემთან ერთად

პუდინგი (ინგლ. pudding) — ინგლისური დესერტი. ამზადებენ ბურღულის, ფქვილის, ხაჭოს ან სხვა მასალისაგან – შაქრის, კვერცხის, რძის და მისთანების დამატებით. პუდინგს უმატებენ ხილსა და სხვადასხვა არომატებს. ინგლისში პუდინგი ითვლებოდა შობის ტრადიციულ კერძად. ამერიკის შეერთებულ შტატებში პუდინგი აღნიშნავს ტკბილ რძიან დესერტს, რომელიც წააგავს კვერცხის კონსისტენციას, რომელსაც საფუძვლად უდევს ნადუღის კრემი, თუმცა ასევე უკავშირდება სხვა სახეობებს, როგორებიცაა პურის ან ბრინჯის პუდინგი. აშშ-ში იგი მზადდება ან რძისაგან ან ხილის წვენისაგან. ტერმინი „პუდინგი“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება.

სიტყვა პუდინგი მიიჩნევა, რომ წარმოსდგება ფრანგული „ბუდინისაგან“ (ლათ. botellus) რაც ნიშნავს „პატარა ძეხვს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]