ტოფუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოფუ, აგრეთვე სოიას ხაჭო, ანდა უფრო იშვიათად ლობიოს ყველი, (ჩინურად 豆腐 dòufu; იაპონურად 豆腐, tōfu; კორეულად: 豆腐/두부, ვიეტნამურად 豆腐 Đậu phụ (ასევე: đậu hủ, tàu hủ); რევიდირებული ვარიანტია: dubu: tubu) არის ჩინური და აქედან გამომდინარე მთელს სამხრეთსა და აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სურსათის სახეობა. ეს საკვები პროდუქტი დასავლეთშიც სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება. ტოფუს განსაკუთრებით ხშირად მოიხმარენ ვეგეტარიანელები და ვეგანელები.

ტოფუს ამზადებენ თეთრი სოიას მონაცომი მასისაგან, რომლის კოაგულაციის დროსაც სოიას რძე წარმოიქმნება. ხაჭოს კი, რომელიც ამ რძისაგან კეთდება, მცირე ბლოკებად, ფორმებად გამოწურავენ. დამზადების ეს პროცედერე ძალიან ჰგავს ყვლის (რძისაგან) ამოყვანის ტექნოლოგიას.

ისტორია[რედაქტირება]

ტოფუს ისტორიულად ზუსტი წარმოშობისა და დამზადების ტექნოლოგიის (ან ამ ტექნოლოგიის განვითარების) შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. სამაგიეროდ არსებობს უამრავი თეორია, ან უფრო სპეკულაცია ტოფუს წამოშობის შესახებ, რომლებიც ძალიან ჰგავს ლეგენდებს. ამ მხრივ ტოფუს წარმოშობის ისტორია ძალიან ჰგავს ყვლის, ან კარაქის წამოშობისას.

ერთი რამ ცხადია; ტოფუს დამზადების წესს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით უძველესი დროიდან იცნობდნენ. ტოფუს ჯერ ჩვ. წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ამზადებდნენ ჩინეთის იმპერიაში, ხოლო გავრცელება ჰპოვა იაპონური ქრონოლოგიით ნარას-ხანიდან (VIII საუკუნე) კორეასა და ოდნავ მოგვიანებით მთელს აზიაში. იაპონიაში მას „ტოფუ“ უწოდეს. ამ სამ ქვეყანაში ისევე როგოც ვიეტნამსა და თაილანდში ტოფუ იქცა მთავარ საკვებ-პროდუქტად.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოფუ&oldid=2399355“-დან