ქინძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქინძი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Apiales
ოჯახი:  ქოლგოსანნი
სახეობა:  ქინძი
ლათინური სახელი
Coriandrum sativum

ქინძი (ლათ. Coriandrum sativum) — ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით, კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში.

ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.

საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამზარეულოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქინძის მშრალი თესლი

ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები.

სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქინძი გამოიყენება არასასიამოვნი სუნის გასანეიტრალებლად, მაგ. თამბაქოსა და ფარმაცეპტიის სუნის გასანეიტრალებლად. მისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. ქინძი გამოიყენება პარფიუმერიაშიც.

ასევე გამოიყენება მედიცინაში, ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქული მარცვლებისაგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: