ხახვი
| ხახვი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Allium | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
ხახვი (ლათ. Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მიეკუთვნება თარგი:Bt-ruslat ოჯახს (ადრე მიეკუთვნებოდა ლილიასებრთა ოჯახს).
მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშვებულია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან all — მშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halare — სურნელება.
რამდენიმე ასეული სახეობა რომელნიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილო ნახევარსფეროში ხახვის სამშობლოდ ითვლება - სამხრეთ-დასავლეთი აზია.
ამ გვარის სხვა და სხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.
სექციების სია |
ბოტანიკური აღწერა [რედაქტირება]
გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველი.
ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები მწვრილებია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებს 40 სმ-ს აღწევს.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.
მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.
ქიმიური შემადგენლობა [რედაქტირება]
ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10 — 11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ%), B1 (60 მგ%), B2 (50 მგ%), PP (0,20 მგ%), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.
ხახვის სახეობები [რედაქტირება]
ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.
საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილი სახეებს წარმოადგენენ:
- Allium cepa L. ხახვი ჩვეულებრივი
- Allium fistulosum L. თათარკა
- Allium hierochuntinum Boiss.
- Allium ascalonicum L. ხახვი შალოტი
- Allium nutans L. Лук-слизун|მჭკნარი ხახვი
- Allium moly L. ხახვი მოლი
- Allium porrum L. პრასა
- Allium ramosum L. ტოტებიანი ხახვი,ჯუსაი, ჩინური ხახვი, ტყიური ხახვი
- Allium odorum L. სურნელოვანი ხახვი
- Allium schoenoprasum L. ტაფე ხახვი, ხახვი-შნიტი
- Allium sibiricum L. ციმბირული ხახვი
- Allium ursinum L. ჩერემშა, დათვის ხახვი, ტყიური ნიორი
- Allium sativum L. ნიორი
დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):
- Allium aflatunense აფლატუნერული ხახვი
- Allium cernuu დახრილი ხახვი
- Allium cristophii ქრისტოფის ხახვი
- Allium flavum ყვითელი ხახვი
- Allium giganteum ისპოლინური ხახვი
- Allium karataviense კარატავური ხახვი
- Allium macleanii მაკლეანის ხახვი
- Allium oreophilum მთამოყვარული ხახვი
- Allium sphaerocephalonმრგვალთავიანი ხახვი
- Allium siculum სიცილიური ხახვი
- Allium shubertiiშებერტის ხახვი
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სტატია. ავტორი - სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო.|სათაური-დეკორატიული ხახვები|ტიპი=ჟურნალი|გამომცემლობა - მეყვავილეობა |წელი=2009. — მაისი—ივნისი|ნომერი=3|ფურცელი=12—14