ხინკალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ხინკალი — ქართული კერძი. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
ისტორია [რედაქტირება]
ხინკალი არის ფშავური. პირველად ხინკალი გაუკეთებიათ ფშავში. ხინკალს ძველი ფშავლები აკეთებდნენ ცულით დაკეპილი ხორცით. ხორცი ძირითადად იყო ცხვრის. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.