იეროგლიფები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერძნულ-რომაული ეპოქის ტიპიური იეროგლიფები

იეროგლიფები (ბერძნ. hierós — საღვთო და glýphein — ამოჭრა, ამოკვეთა), ეგვიპტური დამწერლობის უძველესი, ხატოვანი ნიშნები. იხმარებოდა ძვ. წ. მე-4 ათასწლეულის ბოლოდან. ზოგიერთი იეროგლიფი გამოხატავს მთელ სიტყვას (უმრავლესობა), მის ნაწილს (ძირს), ცალკეულ თანხმოვან ბგერას (30-მდე); გვხვდება აგრეთვე დამხმრე ნიშნები (ე. წ. დეტერმინატივები), რომლებიც აზუსტებს სიტყვის მნიშვნელობას და ტექსტის წაკითხვისას არ გამოითქმის.

იეროგლიფებს უწოდებენ აგრეთვე ჩინური დამწერლობის როგორც უძველეს (ძვ. წ. მე-2 ათასწლ.), ისე თანამედროვე ნიშნებს, ასევე ძვ. წ. მე-2-1 ათასწლ. ხეთური დამწერლობის ნიშნებს, რომლებიც იხმარებოდა ხეთურში სოლისებრი დამწერლობის შემოღებამდე.