დანაუ-სენტარუმის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანაუ-სენტარუმის ეროვნული პარკი

Taman Nasional Danau Sentarum

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Danau Sentarum 2006.jpg
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული კალიმანტანი
უახლოესი ქალაქი პონტიანაკი
კოორდინატები 0°51′ ს. გ. 112°06′ ა. გ. / 0.850° ს. გ. 112.100° ა. გ. / -0.850; 112.100
ფართობი 1 320 კმ²
დაარსდა 1999
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

დანაუ-სენტარუმი (ინდო. Taman Nasional Danau Sentarum) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, რომელშიც დაცულია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი ტბების სისტემა.[1] მდებარეობს კუნძლ ბორნეოს შუაგულში, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. გადაჭიმულია მდინარე კაპუასის ზემო ტქქტონიკურ აუზზე, შესართავიდან 700 კმ–ის მოშორებით. აუზი ვრცელ ჭაობიან ჭალას წარმოადგენს, რომელიც 20 სეზონური ტბისგან, მტკნარი ტბის ჭაობის ტყისგან შედგება. ეროვნული პარკი აუზის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც სეზონური ტბების სამი მეოთხედია განაგებული. პარკის დაახლოებით ნახევრაი ტბებისგან შედგება, ნახევარი კი მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებისგან.

800 კმ² ტერიტორია ველური ბუნების ნაკრძალად პირველად 1982 წელს გამოცხადდა; 1994 წელს მას კიდევ 1,320 კმ² დაემატა და რამსარის ძეგლი გახდა. 1999 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მხოლოდ 2006 წელს შეიქმნა.[2]

დანაუ-სენტარუმის ეროვნული პარკი მდიდარია თევზებით, სულ აღწერილია მათი 240 სახეობა. დადგენილია ფრინველთა 237 სახეობა, ძუძუმწოვართა 143 სახეობიდან კი 23 ბორნეოს ენდემია; მათ შორისაა ცხვირა მაიმუნი. შედარებით ფართოდაა წარმოდგენილი საფრთხის ქვეშ მყოფი ორანგუტანები. წარმოდგენილია რეპტილიების 26 სახეობა.

ტბები ხელს უწყობს ტრადიციულ მეთევზეობას. კაპუასის ზემო ჭალის დასავლეთ ნაწილში სახლობს 20,000 ადამიანი, რომელთა 88% მალაიელი მეთევზეა. პარკის ტრეიტორიაზე არსებულ 20 სოფელში სახლობს 3 000 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]