ვასურის ეროვნული პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასურის ეროვნული პარკი

Taman Nasional Wasur

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Wasur Rainbow 1994.jpg
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული ახალი გვინეა
უახლოესი ქალაქი მერაუკე
კოორდინატები 8°36′ ს. გ. 140°50′ ა. გ. / 
ფართობი 4 138 კმ²
დაარსდა 1990
სტუმრობა 2 265[1] (2004)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ვასური (ინდო. Taman Nasional Wasur) — ეროვნული პარკი და უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორია ინდონეზიაში, პაპუის პროვინციაში. არეალში ადამიანთა საქმიანობა მინიმალურია.[2] ბიომრავალფეროვნების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის გამო, მას ხშირად „პაპუას სერენგეტის“ უწოდებენ. ვრცელი, ღია ვეთლენდი საკმაოდ მდიდარ ფაუნას წარმოშობს.

ტერიტორიის დაახლოებით 70 %–ს შეადგენს სავანა. ვეგეტაციათა დარჩენილი ნაწილი ჭალის ტყეები, მუსონური ტყეები, ბამბუკის ტყეები და ბალახიანი ვაკეებია.[2]

გავრცელებულია დაახლოებით 358 სახეობის ფრინველი, რომელთაგან 80 კუნძულ ახალი გვინეის ენდემია. ასევე მაღალია თევზების მრავალფეროვნება, აღწერილია 111 სახეობა.[3]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Forestry statistics of Indonesia 2007, retrieved 20 May 2010
  2. 2.0 2.1 Indonesian Ministry of Forestry, retrieved 2009-10-30
  3. Ramsar Sites Database, retrieved 2009-10-30