ბეტუნგ-კერიჰუნის ეროვნული პარკი
| ბეტუნგ-კერიჰუნის ეროვნული პარკი
Taman Nasional Betung Kerihun |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 8 000 კმ² |
| დაარსდა | 1995 |
| მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ბეტუნგ-კერიჰუნი (ინდო. Taman Nasional Betung Kerihun) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ბორნეოზე, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს შიდა ნაწილში, მაიალიზიის საზღვრის გასწვრივ. შეიქმნა 1995 წელს. მოიცავს 8 000 კმ²–ს.[1] მალაიზიის მხარეს მდებარე ლანჯაგ-ენტიმაუს ველური ბუნების ნაკრძალთან ერთად, შეთავაზებულ იქნა იუნესკოსთვის, რათა შეიტანოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სახელით „ბორნეოს ტრანსსასაზღვრო წვიმის ტყეების მემკვიდრეობა“.[2]
ეროვნული პარკი გორაკ–ბორცვიანი და მთიანია. სიმაღლე 150 მეტრიდან 1 800 მეტრამდე მერყეობს. ტოპოგრაფია ხასიათდება ციცაბო მწვერვალებით, უმაღლესი მწვერვალია კერიჰუნის მთა (1 790 მ). პარკში მდებარეობს მდინარე კაპუასის სათავე.[2]
პარკის მემკვიდრეობა მოიცავს ორ ეკორეგიონს — ბორნეოს წვიმის ტყეებს, რომელიც ტერიტორიის 2/3–ს ფარავს და ბორნეოს დაბლობის წვიმის ტყეებს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Betung Kerihun National Park. Indonesian Ministry of Forestry. წაკითხვის თარიღი: 2010-07-20.
- ↑ 2.0 2.1 Betung Kerihun National Park (Transborder Rainforest Heritage of Borneo). UNESCO. წაკითხვის თარიღი: 2007-10-03.
|
||||||||||||||||||||