კომოდოს ეროვნული პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომოდოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Komodo National Park 2000-07-20 ASTER.jpg
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 8°32′36″ ს. გ. 119°29′22″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 609
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 609
რუს.ინგლ.ფრ.

კომოდოს ეროვნული პარკიეროვნული პარკი ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე. პარკი მოიცავს სამ დიდ (კომოდო, პადარი, რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს.[1] მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს, პარკი კომოდოს ვარანის (Varanus komodoensis) - მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა..[2] მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც, განსაკუთრებით ზღვის. 1991 წელს, იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია და კლიმატი

პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელს ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლით 800 მმ. ოქტომბერში, ტემპერატურა 40°C -ის ფარგლებშია. [3]

[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა

პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის - კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილი-მონტაგი (100 ც), ფლორესი (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.[4]

პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ ქმნის საუკეთესო პირობებს ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა მოიცავს მანგროს ტყეებს.

[რედაქტირება] ადამიანთა დასახლებები და ტურიზმი

პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაყრდნობილინ ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე