ლორენცის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორენცის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Puncakjaya.jpg
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 04°45′00″ ს. გ. 137°50′00″ ა. გ. / 4.75000° ს. გ. 137.83333° ა. გ. / -4.75000; 137.83333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 955
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
სამხრეთული გვირგვინიანი მტრედი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 955
რუს.ინგლ.ფრ.
პარკის რუკა

ლორენცის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ახალ გვინეაზე. მისი ფართობი 25,056 კმ²-ია და წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ეროვნულ პარკს. 1999 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ახალი გვინეის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების წყალობით, ლორენცი მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნული პარკია. ის მთელს აზია-ოკეანეთის რეგიონში ერთადერთი ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც სიმაღლის ყველა დონეზე ეკოსისტემებს მოიცავს, დაწყებული ზღვის ტერიტორიებით, მიქცევა-მოქცევით, მანგროს ტყეებით, მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებით, დამთავრებული დაბლობის და მაღლობის ტროპიკული ტყეებით, ალპური ტუნდრითა და ეკვატორული მყინვარებით. უმაღლესი ადგილია მწვერვალი ჯაია (4 884 მ).

პარკი მოიცავს ბევრ შეუსწავლელ და ისეთ ტერიტორიას, რომელიც რუკაზეც კი არაა დატანილი. შესაბამისად, უდავოდ ბევრია ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობა, რომელიც დასავლელი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობია.

აღმოჩენილ სახეობებს შორის, 630 ფრინველია (ახალი გვინეის სახეობების 70%) და 123 ძუძუმწოვარი.

პარკს სახელი ეწოდა ჰოლანდიელი მკვლევრის — ჰენდრიკუს ალბერტუს ლორენცის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიას 1909-1910 წლეში იკვლევდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: