ვაკატობის ეროვნული პარკი
| ვაკატობის ეროვნული პარკი
Taman Nasional Kepulauan Wakatobi |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | |
| უახლოესი ქალაქი | ბაუ-ბაუ |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 113 900 კმ² |
| დაარსდა | 2002 |
| მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ვაკატობის ეროვნული პარკი (ინდო. Taman Nasional Kepulauan Wakatobi) — საზღვაო ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთით. სახელი ვაკატობი აკრონიმიაა ოთხი მთავარი კუნძულისა: ვანგი–ვანგი, კალედუპა, ტომია და ბინონგკო.[1] 2005 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[2]
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
ეროვნული პარკი მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთით, ბანდის ზღვასა (ჩრდილო–აღმოსავლეთით) და ფლორესის ზღვებს შორის (სამხრეთ–დასავლეთით).[1] უმაღლესი წერტილი კუნძულ ვანგი–ვანგიზე მდებარეობს (274 მ). წყლის სიღრმე მერყევია, ყველაზე ღრმა ადგილი 1 044 მეტრს აღწევს.
ფლორა და ფაუნა [რედაქტირება]
ეროვნულ პარკში წარმოდგენილ მცენარეულობას შორისაა მანგროს ტყეები, სანაპიროს ტყეები, დაბლობის ჭაობის ტყეები, მდინარისპირა ვეგეტაციები, დაბლობის წვიმის ტყე, მთის წვიმის ტყე და მარჯნის რიფები. მრავლად არიან კუები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Lestari Hutan Indonesia, retrieved 23 July 2010
- ↑ World Heritage Tentative List: Wakatobi National Park. UNESCO. წაკითხვის თარიღი: 23 July 2010.
|
||||||||||||||||||||