გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი
| გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი
|
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
|
|
|
| მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სუმატრა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 7 927 კმ² |
| დაარსდა | 1980 |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167 რუს. • ინგლ. • ფრ. |
გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. ფართობი 7 927 კმ²-ია. სახელი ეწოდა აქ მდებარე მწვერვალ ლიოსერისგან (3 381 მ). ეროვნულ პარკში დაცულია მრავალი სახის ეკოსისტემა. მის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ორანგუტანების ნაკრძალი ბუკიტ-ლავანგი. კერინსი-სებლატისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, იუნესკომ გუნუნგ-ლიოსერი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სუმატრის ტროპიკული ტყეები.
გუნუნგ-ლიოსერის ეროვნული პარკი 1980 წელს შეიქმნა. მისი სიგრძე 150 კმ-ია, სიგანე 100 კმ. ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებითაა დაფარული, 40% ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მაღლა მდებარეობს.
გუნუნგ-ლიოსერი ერთ-ერთია სუმატრის იმ ორი ადგილიდან, სადაც ორანგუტანგები ბინადრობენ. სხვა ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის სპილო, სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სიამანგი და ბენგალური კატა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Gunung Leuser National Park
- Leuser Ecosystem
- Leuser International Foundation
- Ministry of Forestry: Brief description
|
|||||||