ბალი-ბარატის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალი-ბარატის ეროვნული პარკი

Taman Nasional Bali Barat

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Bali Barat NP 2009.jpg
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული ბალი
კოორდინატები 8°08′ ს. გ. 114°29′ ა. გ. / 8.133° ს. გ. 114.483° ა. გ. / -8.133; 114.483
ფართობი 190,02 კმ²
დაარსდა 1995
სტუმრობა 5 592[1] (2007)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ბალი-ბარატი (ინდო. Taman Nasional Bali Barat) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბალის ჩრდილო–დაავლეთ ნაწილში. მოიცავს დაახლოებით 190 კმ² ტერიტორიას, საიდანაც 158 კმ² ხმელეთია, დანარჩენი კი ზღვა.[2] ეს ბალის ხმელეთის დაახლოებით 5%–ია. ჩრდილოეთით მოიცავს 1,000 მ სიგრძის პლაჟს, რივებსა და მომცრო კუნძულებს. პარკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს გილიმანუკის ნავსადგაური, აღმოსავლეთით კი სოფელი გორისი. მიღწევა შესაძლებელია გილიმანუკიდან და სინგარაჯიდან მიმავალი გზებით, ასევე კუნძულ იავის ქალაქ კატეპანგიდან მიმავალი ბორნით.

ეროვნულ პარკში წარმოდგენილია სავანა, მანგროს ტყეები, მთისა და შერეული მუსონური ტყეები, მარჯნის კუნძულები.[3] ცენტრში დომინირებს პლეისტოცენის ხანის ოთხი ვულკანის ნარჩენი.

პარკში გავრცელებულია ფაუნის 200 სახეობა. განვითარებულია ტურისტული სერვისი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]