გუნუნგ-პალუნგის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუნუნგ-პალუნგის ეროვნული პარკი

TaTaman Nasional Gunung Palung

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული კალიმანტანი
კოორდინატები 1°14′ ს. გ. 110°14′ ა. გ. / 1.233° ს. გ. 110.233° ა. გ. / -1.233; 110.233
ფართობი 900 კმ²
დაარსდა 1990
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

გუნუნგ-პალუნგი (ინდონ. Taman Nasional Gunung Palung) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე, დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნუნგ-პალუნგს ეროვნული პარკის სტატუსი თავიდანვე არ ჰქონია.[1] პარკი პირველად 1937 წელს შეიქმნა როგორც ტყის ნაკრძალი და მოიცავდა 300 კმ²-ს. 1981 წელს ფართობი გაიზარდა 900 კმ²-მდე, სტატუსი კი ველური ბუნების ნაკრძალით შეიცვალა.[1] 1990 წლის 24 მარტს მას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკი გამოირჩევა გავრცელებულუ სახეობების მრავალფეროვნებით, დაწყებული მანგროსა და ჭალის ტყეებით, დამთავრებული დაბლობის ალუვიური ტყეებით, მთის ტყეებითა და ველური ბუნებით. იგი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული სულ რამდენიმე პარკიდან, სადაც შესაძლებელია ველურად მობინადრე ორანგუტანების ხილვა.

1985 წელს გუნუნგ-პალუნგის მთებში დაარსსდა კვლევითი სადგური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]