რამსარის კონვენცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
რამსარის კონვენცია (ინგლ. The Convention on Wetlands of International Importance, especially as Waterfowl Habitat) — კონვენცია, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. მიიღეს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში. შემდეგში შესწორდა 1987 წელს კანადის სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ რეჯაინაში.
კონვენცია პირველი გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ერთი ტიპის ეკოსისტემას.
2 თებერვალს აღინიშნება ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე.
საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები [რედაქტირება]
საქართველო რამსარის კონვენციას შეუერთდა 1996 წელს. ქვეყანაში გამოიყო ტერიტორიები[1], რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ჭაობის მნიშვნელობა:
- კოლხეთის დაბლობი: შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილი, მდინარე რიონის შესართავი, ხობისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ფოთის ტერიტორია. მოიცავს ჭურიის, ნაბადას და ფიჩორა-პალიასტომის უბნებს და პალიასტომის ტბას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- The Ramsar Convention on Wetlands
- Ramsar Sites Information Service
- United States National Ramsar Committee
- Peace Palace Library
- Ramsar Standing Committee Addresses Climate Change and Biofuels
- Threats to Ramsar Wetlands in Coastal New South Wales, Australia
