ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი

Semeru Bromo Temple.JPG

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული იავა
კოორდინატები 8°01′ ს. გ. 112°55′ ა. გ. / 8.017° ს. გ. 112.917° ა. გ. / -8.017; 112.917
ფართობი 502,76 კმ²
დაარსდა 14 ოქტომბერი, 1982
სტუმრობა 61 704[1] (2007)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ბრომო-ტენგერ-სემერუ (ინდონ. Taman Nasional Bromo Tengger Semeru) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგის აღმოსავლეთითა და პროვინციის დედაქალაქ სურაბაიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ერთადერთი კონსერვაციული ტერიტორიაა ინდონეზიაში, სადაც წარმოდგენილია ერგი (ტენგერის ქვიშის ზღვა), ჩამქრალი ვულკანური კალდერის გასწვრივ, რომლისგანაც ოთხი ახალი კონუსი წარმოიქმნა. ეს უნიკალური მახასიათებელი მოიცავს 5 250 ჰექტარს და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე. მასივში ასევე მდებარეობს იავის უმაღლესი წერტილი, მოქმედი ვულკანი — სემერუ, ოთხი ტბა და 50 მდინარე.

ტენგერის ქვიშის ზღვა დაცულია 1919 წლიდან, ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი კი 1982 წელს შეიქმნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forestry statistics of Indonesia 2007, retrieved May 20, 2010