თენგიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზი
კოორდინატები: 50°26′23″ ჩ. გ. 68°54′00″ ა. გ. / 50.43972° ჩ. გ. 68.90000° ა. გ. / 50.43972; 68.90000
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 304 
სიგრძე 74,4 კმ
სიგანე 32,2 კმ
ფართობი 1590 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
თენგიზი — ყაზახეთი
თენგიზი

თენგიზი, დენგიზი (ყაზახ. Теңіз) — მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ცელინოგრადის ოლქში. მდებარეობს ყაზახეთის წვრილგორაკების ჩრდილოეთ ნაწილში. განლაგებულია ტექტონიკურ ქვაბულში. ფართობი 1590 კმ². სიგრძე 75, სიგანე 40 კმ, სიღრმე 8 მ-მდე. ნაპირები უმეტესად დაბალი აქვს. აღმოსავლეთ სანაპირო ძლიერ დანაწევრებულია, რომლის გასწვრივ რამდენიმე კუნძულია; ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალმარჩხი ყურეა.

საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. ფსკერი სწორია, თიხოვანი, ზოგან დაფარულია შავი ლამით, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ. ტბის წყალი შეიცავს მირაბილიტს. მარილიანობა 3,12,7 ‰, ყურეში — 18,2 ‰.

იყინება დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია. ერთვის მდინარეები ნურა და ყუნალუთფესი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]