იულიუსის კალენდარი
ვიკიპედიიდან
იულიუსის კალენდარი (ძვ. სტილი), ალექსანდრიელი ასტრონომის, სოსიგენეს მიერ შედგენილი და იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 46 შემოღებული წელთაღრიცხვის სისტემა. ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამე, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამე. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამე 400 წელიწადში. 1520 იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახ. სტილი).

