ანა იაგელონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა იაგელონი
Anna Jagiellonka
Martin Kober 002.jpg
პოლონეთის მეფე
კორონაცია: 1576 წლის 1 მაისი, კრაკოვი
მმართ. დასაწყისი: 1575 წლის 13 დეკემბერი
მმართ. დასასრული: 1596 წლის 9 სექტემბერი
წინამორბედი: სიგიზმუნდ II ავგუსტი
მემკვიდრე: სიგიზმუნდ III ვაზა
სხვა წოდებები: ლიტვის დიდი მთავარი (1575-1596)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1523 წლის 18 ოქტომბერი
დაბ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 1596 წლის 9 სექტემბერი
გარდ. ადგილი: ვაველის კათედრალი
მეუღლე: სტეფანე ბატორი
დინასტია: იაგელონები
მამა: სიგიზმუნდ I

ანა იაგელონი(პოლ. Anna Jagiellonka, ლიტვ. Ona Jogailaitė; 1523–1596) იყო პოლონეთის არჩეული მეფე და ლიტვის დიდი მთავარი, სტეფანე ბატორის მეუღლე. ანა იყო იაგელონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი პოლონეთის სამეფო ტახტზე. მას პოლონეთის ტახტი მემკვიდრეობით ერგო თავისი ძმის სიგიზმუნდ II ავგუსტისგან. ანა იაგელონი გახდა რეჩ პოსპოლიტას დედოფალი და აგრეთვე იყო იერუსალიმის სამეფოს ტახტის მემკვიდრე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ანა ჯერ კიდევ გაუთხოვარი იყო, როცა თავისი ძმა სიგიზმუნდი გარდაიცვალა. უმეფოდ დარჩენილ პოლონეთს მეფე უნდა აერჩია. კანდიდატთა შორის ანამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ანრი ვალუას პოლონეთის მეფედ არჩევაში. პირადად იგი ცდილობდა დაერწმუნებინა პოლონეთის სეიმი, რომ ანრი ვალუა შესაფერისი კანდიდატურა იყო პოლონეთის ტახტისტვის.ასეც მოხდა, 1573 წელს ანრი პოლონეთის მეფედ აირჩიეს. თუმცა რამდენიმე თვეში შემდეგ ანრი საფრანდეთში გაიპარა და პოლონეთი ისევ უმეფოდ დარჩა. ისევ მოეწყო მეფის არჩევნები 1574 წელს. ამჯერად პოლონეთის მეფე გახდა ანა იაგელონი. 1575 წლის 13 დეკემბერს იგი აირჩიეს პოლონეთის მეფედ, შესაბამისად მიიღო ლიტვის დიდი მთავრის ტიტული. 1576 წელს ცოლად მისთხოვდა სტეფანე ბატორს, უნგრელ დიდებულსა და ტრანსილვანიის თავადს, რომელიც პოლონეთის თანამმართველი გახდა ანა იაგელონთან ერთად.

ანას მეფედ კურთხევის ცერემონიალი სიგიზმუნდის სამლოცველოს დეტალი, 1576

ანამ თავის ქმარზე მეტ ხანს იცოცხლა და უშვილოდ დაიღუპა. მის მემკვიდრედ ცხადდებოდა თავისი უმცროსი დის ერთადერთი შვილი კატერინა პოლონელი, შვედეთის დედოფალი- სიგიზმუნდის ( სიგიზმუნდ III ვაზა ) მეუღლე. ანა დაეხმარა სიგიზმუნდს გამხდარიყო რეჩ პოსპოლიტას მეფე, მის სიცოცხლეშივე. თავად ანა დასახლდა ცხოვრობდა თავის სამფლობელოში, სადაც დაიბადა და ტავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.

ვარშავა, სანამ იგი გახდებოდა პოლონეთის დედაქალაქი, იყო ანას რეზიდენცია. სწორედ მან შეამკო და გაამშვენიერა ქალაქი, მის დროს აშენდა მრავალი იმ შენობათაგან, რომლებიც დღესაც ამშვენებს პოლონეთის დედაქალაქს. აგრეთვე მისი მოწადინებით შექმნა მრავალი ცნობილი საფლავის ქვა ვაველის კათედრალში, მათ შორის თავისი ძმის სიგიზმუნდ II ავგუსტის, და საკუთრივ მისი მონუმენტი სიგიზმუნდის სამლოცველოში (ორივე 1574–1575 წლებში, არქიტექტორი-სანტი გიჩი)


სამეფო ტიტული[რედაქტირება]