კოიმბრის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კოიმბრის უნივერსიტეტი (პორტ. Universidade de Coimbra) – ევროპაში ერთ-ერთ უძველესი უნივერსიტეტი, მდებარეობს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში. დაარსებულია 1290 წელს.
უნივერსიტეტში სწავლობს 23 ათასამდე სტუდენტი, გააჩნია 8 ფაკუტეტი და 4 საუნივერსიტეტო ქალაქი – კამპუსი. აქვს ევროპაში ყველაზე ძველი და მდიდარი ბიბლიოთეკა. კოიმბრის უნივერსიტეტი წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს კულტურულ ცენტრს.
ცნობილი უნივერსიტეტელები[რედაქტირება]
- ჯორჯ ბიუკენენი – XVI საუკუნის ჰუმანისტი
- პედრუ ნუნეში – XVI საუკუნის მათემატიკოსი
- ჟოზე დი ანშიეტა – პირველი ბრაზილილელი მწერალი.
- სიდონიუ პაიში – პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი 1917-1918 წწ.
- ანტონიუ დი სალაზარი – პორტუგალიელი პოლიტიკური მოღვაწე, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი და დიქტატორი (1932—1968).
- ანტონიუ ეგაშ მუნიში – ექიმი, ნობელიანტი (1949)
- კარლუშ მოტა პინტუ – პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი 1978-1979 წწ.
სტატიის