ევორა
|
ქალაქი
ევორა
Évora
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 361 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ევორა (პორტ. Évora; [ˈɛvuɾɐ]) – ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან აღმოსავლეთით 120 კმ-ზე. 2001 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 55 621 ადამიანი. ალტუ-ალენტეჟუს ისტორიული პროვინციის ცენტრი.
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქი დააარსეს ლუზიტანებმა და უწოდეს ებორა. 712 წელს ქალაქი დაიპყრეს მავრებმა, რომლებმაც ქალაქს ჟაბურო უწოდეს. ევორის გასანთავისუფლებლად პორტუგალიის პირველმა მეფემ აფონსო I დააარსა ავისის ორდენი.
XV-XVI საუკუნეებში ავისის დინასტიის მეფეების მმართველობისას ევორაში ხშირად იმყოფებოდა სამეფო კარი. ეს პერიოდი ევორის ისტორიაში ცნობილია ოქროს საუკუნის სახელით. 1663-1665 წწ. ოკუპირებული იყო ესპანეთის მიერ. 1559-1759 წწ. ქალაქში მუშაობდა უნივერსიტეტი. XVIII საუკუნეში ქალაქის პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა დაეცა.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
ევორა წარმოადგენს ქალაქ-მუზეუმს და 1986 წლიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
არქიტექტურული ძეგლები:
- დიანას რომაული ტაძარი
- მეფე მანუელის სასახლე
- ეკლესია სე — აშენებულია 1280-1340 წწ. რომაულ-გოთიკურ სტილში.
- სანტა-კლარას მონასტერი
- სანტა-ბენტუ-დი-კაშტრიშის ეკლესია
- აგუა-დე-პრატის აკვედუკი
- სან-ბრაშის სამლოცველო
- სან-ფრანსისკუს ეკლესია
- ვასკო და გამას სასახლე
- ბასტუ – გრაფის სასახლე
- ჰერცოგ კადავალის სასახლე
სხვა საინტერესო ადგილები:
- ევორის უნივერსიტეტი
- ევორის საქალქო მუზეუმი
- საეკლესიო ხელოვნების მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||