ჩრდილოეთი რეგიონი (პორტუგალია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეგიონი
ჩრდილოეთი
Norte
ჩრდილოეთი რეგიონი პორტუგალიაში
ჩრდილოეთი რეგიონი პორტუგალიაში
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ფართობი 21,278 კმ²
მოსახლეობა 4,034,271 კაცი (2007)
დროის სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1

ჩრდილოეთი რეგიონი (პორტ. Região Norte; [ʁɨʒiˈɐ̃w̃ ˈnɔɾtɨ]) — რეგიონი პორტუგალიის ჩრდილოეთით. ის არის მდიდარი მცენარეული საფარის, დიდი ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონი. მისი დედაქალაქია პორტო. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 4,034,271 ადამიანს, ფართობი — 21,278 კვ.კმ-ს. შესაბამისად სიმჭიდროვეა 173 ად/კვ.კმ. ჩრდილოეთი რეგიონი გაოირჩევა სხვა რეგიონებისგან კულტურული მრავალფეროვნებით, მიუხედავად ძლიერი ერთიანი პორტუგალიური იდენტობის განცდისა ამ რეგიონის ქალაქები ისტორიულად ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი კულტურით.

ისტორია[რედაქტირება]

რეგიონი დასახლებული იყო პრეისტორიული ხანიდან. კოას ხეობაში არის პრეისტორიული კლდეზე ნახატები. ისტორიულად აქ სამხრეთ გალისიური სამეფოები იყო, რომლებიც XI საუკუნეში ჩამოყალიბდა როგორც ნაწილი გაერთიანებული გალისიის და ლეონის სამეფოსი. მას ეწოდა პორტუგალიის საგრაფო. აქედან იყო პორტუგალიელების პირველი მეფეც — აფონსო I დიდი. იგი დაიბადა XII საუკუნის დასაწყისში, მან სამეფო სამხრეთით გააფართოვა რომელიც ითვლება რეკონკისტას ერთერთ ყველაზე საგმირო საქმედ.

წარულის მემკვიდრეობა ჩანს ყველგან. რეგიონში უამრავ შენობას ამშვენებს გერბები. რეგიონის სამზარეულო არის განთქმული და მრავალფეროვანი — მსუბუქი და მდიდრული თეთრი ღვინოებით. ასევე ხელით შესრულებული ნაქარგებით.


გეოგრაფია[რედაქტირება]

რეგიონში გადის ქვეყნის ყველაზე გრძელი სამანქანო გზა (A1, ლისაბონიდან პორტომდე) რომელიც გაივლის ბრაგას (A3), კოსტა-ვერდეს გულს. ზღვის სანაპიროს გაყოლებით, ვილა-დუ-კონდედან ვალენსიამდე. გზა გადის მშვენიერი პლაჟების, ზღვისპირა გამაჯანსაღბელი კურორტების და ღირსშესანიშნავი სოფლების (ისეთი როგორებიცაა კამინა და ვილა-ნოვა-დე-კარვეირა), გასწვრივ.

რეგიონში არის ბევრი ბუნებრივი პარკები და მთის ქედები: პენედა-გარეს პარკი, მონტეშინოს პარკი, ალვაოს პარკი და ორი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი: ალტუ-დორუს ღვინის რეგიონი და პრეისტორიული კედლის ნახატები კოას ხეობაში. რეგიონში მდინარეები, ჩანჩქერები, ვენახები და ნაყოფიერი მიწები ქმნიან მშვენიერ ურბანულ ცენტრებს.

ქვერეგიონები[რედაქტირება]