ტერეზა ლეონელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერეზა ლეონელი
Teresa de Leão, Teresa de León
0 - Condessa D. Teresa - Mãe D. Afonso Henriques filha Rei D. Afonso VI de Leão2.jpg
პორტუგალიის მე-2 გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი 1112
მმართ. დასასრული: 24 ივნისი 1128
წინამორბედი: ენრიკე ბურგუნდიელი
მემკვიდრე: აფონსუ ენრიკეში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1080
გარდ. თარიღი: 11 ნოემბერი 1130
გარდ. ადგილი: პოვუა-დუ-ლანოზუ
მეუღლე: ენრიკე ბურგუნდიელი
შვილები: აფონსო I, ურაკა, სანშა, ტერეზა, ენრიკი
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: ალფონსო VI
დედა: ხიმენა მონისი

ტერეზა ლეონელი (დ. 1080 – გ. 11 ნოემბერი, 1130, პოვუა-დუ-ლანოზუ) – პორტუგალიის გრაფი. ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფის ალფონსო VI შვილი.

მამამისმა ცოლად გააყოლა ბურგუნდიელ უფლისწულს ენრიკე ბურგუნდიელს მავრებთან ბრძოლაში დახმარებისათვის და სამართავად გადასცა პორტუკალეს საგრაფო, რომელიც სულ მცირე ხნის უკან წაართვა მავრებს. ასე გახდა ჰენრიხი პორტუგალიის გრაფი, რომელიც ოფიციალურად ითვლებოდა ალფონსო VI ვასალად. 1109 წელს ალფონსო VI გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა ტერეზას ნახევარი და ურაკა. გრაფი ჰენრი კი ლეონში შეიჭრა სამფლობელოს გაფართოების მიზნით.

1112 წელს ენრიკე ბურგუნდიელის გარდაცვალების დროს მისი მემკვიდრე აფონსუ ენრიკეში მხოლოდ სამი წლისა იყო, მის სრულწლოვანებამდე პორტუგალიის გრაფის ტიტულს სწორედ ტერეზა ლეონელი ატარებდა. ტერეზამ უარი თქვა თავისი დის ურაკას ვასალობაზე. მათ შორის მრავალწლოვანი ბრძოლა დამთავრდა ტერეზას სამხედრო ძალების დამარცხებით, ხოლო თვით ტერეზა ალყაში მოაქციეს ლანოზოს ციხესიმაგრეში. ტერეზამ ურაკასთან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, მაგრამ ურაკას წინააღმდეგ გაერთიანებული არქიეპისკოპოსების დოგო გელმირეშუს და ბურდინუ ბრაგანსელის წყალობით შეინარჩუნა პორტუგალიის საგრაფო.

ამის შემდეგ ტერეზამ კავშირი დაამყარა გალისიის გრაფ ფერნან პერეშთან, რის შედეგადაც შეცვალა პოლიტიკური შეხედულებები, რაც საბაბი გახდა პორტუგალიელ დიდგვაროვნებთან და ასევე საკუთარ შვილთან კონფლიქტებისა, შვილთან, რომელიც გააძევა ქვეყნიდან. 1123 წელს აფონსუმ წამოიწყო ბრძოლა დედის წინააღმდეგ და 1128 წელს გიმარაინშთან ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება საკუთარი დედის სამხედრო ძალებზე. ტერეზა დაატყვევა და მონასტერში გამოკეტა, სადაც გარდაიცვალა 1130 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • MATTOSO, José, D. Afonso Henriques, Círculo de Leitores e Centro de Estudos dos Povos e Culturas de Expressão Portuguesa, 1st ed., Lisboa, 2006, ISBN 972-42-3867-9978-972-42-3867-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


წინამორბედი:
ენრიკე ბურგუნდიელი
პორტუგალიის გრაფი

11121128
შემდეგი:
აფონსუ ენრიკეში