არჰავი
არჰავი (ლაზ. და ქართ. არქაბი) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდებარეობს ხოფადან 18 კმ-ში, ართვინიდან 138 კმ-ში, რიზედან 160 კმ-ში.[1]
სხვადასხვა დროს შედიოდა ლაზიკის სამეფოში, ბიზანტიის იმპერიაში, ტრაპიზონის იმპერიაში, რუმის სასულთნოში და ოსმალეთის იმპერიაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
ლაზურად მას ეწოდება „არქაბი“, რაც „ახალ სოფელს“ ნიშნავს.[2]
[რედაქტირება] მოსახლეობა
2010 წლის მოსახლეობის აღრიცხვის თანახმად, რაიონში ცხოვრობს 19 319 ადამიანი, რომელთაგან 15 610 ცხოვრობს რაიონულ ცენტრში. განათლების დონე 96%.
მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები წარმოადგენენ.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ არჰავის სატრანსპორტო მიმოსვლა (თურქული)
- ↑ Öztürk suggested it Arhka "antique, old" and Vitse "Former name of neigbour town Fındıklı. Özhan Öztürk. Pontus: Antik Çağ’dan Günümüze Karadeniz’in Etnik ve Siyasi Tarihi Genesis Yayınları. Ankara, 2011. ISBN 978-605-5410-17-9 p.776
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- local information (თურქული)
|
||||||||