მილასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მილასი
თურქ. Milas
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია მუღლა
კოორდინატები 37°19′00″ ჩ. გ. 27°47′00″ ა. გ. / 37.31667° ჩ. გ. 27.78333° ა. გ. / 37.31667; 27.78333
მერი მუჰამედ თოქათი
ფართობი 2,110.25 კმ²
ცენტრის სიმაღლე 52 მეტრი
მოსახლეობა 55,348 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 61 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (0090)+ 252
საფოსტო ინდექსი 48700
საავტომობილო კოდი 48
ოფიციალური საიტი milas.bel.tr
მილასი — თურქეთი
მილასი

მილასი (თურქ. Milas, ბერძ. Μύλασα) — უძველესი ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, მუღლის პროვინციაში. არის საკუთარი პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი ქალაქი. დღეს არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი ტურისტებისათვის და დიდ კონკურენციას უწევს ასევე მუღლის პროვინციის ქალაქ ბოდრუმს, რომელიც, აგრეთვე, არის კარგი საკურორტო ქალაქი. მილასში არის განვითარებული ეკონომიკა და მდიდარია შორეული ისტორიიდან შემორჩენილი ნაშთებით. აქვს მერია და ჰყავს მერი — მუჰამედ თოქათი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, მილასში ცხოვრობს 55,348 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი, ტურისტების უმრავლესობა მილასში ჩამოდის მისი უძველესი ისტორიის ნაშთების სანახავად, რაც საუკუნეების განმავლობაში მილასმა ძალიან კარგად შემოინახა. ზაფხულში ქალაქის ტურისტების რაოდენობა რამდენიმეჯერ იზრდება.

მილასს სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბოდრუმი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ქალაქი მუღლა, ხოლო აღმოსავლეთით — იათაღანი. აგრეთვე, მილასს ჩრდილოეთით ესაზღვრება აიდინის პროვინცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: