ორდუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორდუ (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ორდუ
Ordu
ხედი ორდუზე ბოზთეფედან
ხედი ორდუზე ბოზთეფედან
გერბი
გერბი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ორდუ (პროვინცია)
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 37°53′00″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 37.88333° ა. გ. / 40.98333; 37.88333
მერი სეიიტ თორუნი (სრპ)
ადრეული სახელები კოტიორა
ზღვის დონე 5
მოსახლეობა 145 455 კაცი (2011)
ეროვნული
შემადგენლობა
თურქები
დროის სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +90 452
საფოსტო ინდექსი 52100-52200
საავტომობილო კოდი 52
ოფიციალური საიტი http://www.ordu.bel.tr/

ორდუ მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg

ორდუ (თურქ. Ordu, ბერძნ. Κοτύωρα) — საპორტო ქალაქი თურქეთში 145.455 მაცხოვრებლით. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი გაშენებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, პატარა ყურის ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება]

ორდუ ოსმალეთის ერაში

ძვ. წ. VIII საუკუნეში სხვა შავი ზღვისპირა კოლონიების მსგავსად მილეტიელების მიერ დაარსებულ იქნა კოლონია კოტიორა. ეს მიდამო თავდაპირველად ჯერ დანიშმენდების, შემდეგ 1214 და 1228 წლებში თურქ-სელჩუკებისა და 1346 წელს ჰაჯიემიროღულარის სამთავროს კონტროლის ქვეშ გადავიდა. შემდომში ამ ტერიტორიას ოსმალეთის ვასალი ტრაპიზონის იმპერია ფლობდა[1].

თანამედროვე ქალაქი ოსმალების მიერ იქნა დაარსებული, ესკიფაზართან (თურქ. Eskipazar) ახლოს, როგორც სამხედრო სადარაჯო ბაირამლი (თურქ. Bayramlı), თანამედროვე ორდუდან 5 კილომეტრით დასავლეთით. 1869 წელს ქალაქის სახელი ორდუთი შეიცვალა და გაერთიანებულ იქნა რაიონებთან: ბოლამანი, ფერშემბე, ულუბეი, ჰანსამანა (გოლქოი), აიბასტი. 1920 წლის 17 აპრილს შეიქმნა ორდუს პროვიცნია[2].

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

„ორდუ“ (თურქ. Ordu) თურქულად „არმიას“ ნიშნავს, თუმცა ამ სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვა მრავალი მოსაზრებაა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

1800 წლამდე ორდუ იყო პატარა ქალაქი, უმეტესწილად პონტიელი ბერძნებით დასახლებული. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ აქ თურქებმაც დაიწყეს დასახლება — დევნილებმა კავკასიიდან და საქართველოდან.

1912 წელს ქალაქსა და რაიონში ცხოვრობდა: 92 191 — მუსულმანი და 19 390 — ბერძენი[3].

1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. ამჟამად ქალაქი დასახლებულია ეთნიკური თურქებით, კავკასიიდან გადმოსახლებულებით (მუჰაჯირები), ქართველი მუსულმანებით (ჩვენებურები) და დარჩენილი ეთნიკური ბერძნების შთამომავლების მცირე რაოდენობით.

სპორტი[რედაქტირება]

ბერძნული (Taşbaşı - კლდისთავის) ეკლესია ორდუში

ორდუ საფეხბურთო კლუბ „ორდუსპორის“ მშობლიური ქალაქია. „ორდუსპორი“ ბაზირებულია შუაგულ ქალაქში „19 სექტემბრის“ სტადიონზე.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

ქალაქი ქვეყანა წელი
1 ბათუმი[4] საქართველოს დროშა საქართველო 2010
2 მარმარისი თურქეთის დროშა თურქეთი 2011
3 ბაქო[5] აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2011

კლიმატი[რედაქტირება]

საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები ორდუში
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური ტემპერატურა (°C) 10.9 10.7 12.0 15.2 19.1 24.1 27.0 27.7 24.5 20.3 16.2 12.9 Ø 18.4
მინიმალური ტემპერატურა (°C) 3.8 3.6 5.0 8.2 12.2 16.4 19.4 19.9 16.6 12.8 8.5 5.7 Ø 11
ნალექები (მმ) 100.2 85.2 77.9 76.0 55.7 76.0 61.8 60.6 83.9 137.8 130.3 101.2 Σ 1,046.6
მზიანი საათები (/) 2.4 3.0 3.2 4.1 5.4 7.1 6.2 6.1 5.2 4.1 3.3 2.3 Ø 4.4
წვიმიანი დღეები () 14.5 13.9 15.4 15.1 13.1 11.3 10.0 9.6 12.0 14.5 13.6 14.6 Σ 157.6










10.9
3.8
10.7
3.6
12.0
5.0
15.2
8.2
19.1
12.2
24.1
16.4
27.0
19.4
27.7
19.9
24.5
16.6
20.3
12.8
16.2
8.5
12.9
5.7
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ







100.2
85.2
77.9
76.0
55.7
76.0
61.8
60.6
83.9
137.8
130.3
101.2
  იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
წყარო: Devlet Meteoroloji İşleri Genel Müdürlüğü[6] მარტი 2011

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ორდუს იტორია (tr)
  2. ორდუ
  3. George Sotiriadis, „An Ethnological Map Illustrating Hellenism in the Balkan Peninsula and Asia Minor“, 1918
  4. Batumi - Twin Towns & Sister Cities. Batumi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-05-04-ში. წაკითხვის თარიღი: 2013-08-10.
  5. Twin-cities of Azerbaijan. Azerbaijans.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-09.
  6. Devlet Meteoroloji İşleri Genel Müdürlüğü
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორდუ&oldid=2639417“-დან