იოზგათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იოზგათი
Yozgat
გერბი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია იოზგათი
კოორდინატები 39°49′15″ ჩ. გ. 34°48′30″ ა. გ. / 39.82083° ჩ. გ. 34.80833° ა. გ. / 39.82083; 34.80833
მერი იუსუფ ბაშერი
ფართობი 2,054.30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1406 მეტრი
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 78,328 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 47 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0354
საფოსტო ინდექსი 42XXX
საავტომობილო კოდი 66
ოფიციალური საიტი yozgat-bld.gov.tr
იოზგათი — თურქეთი
იოზგათი

იოზგათი (თურქ. Yozgat) — ქალაქი თურქეთში, იოზგათის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ცენტრალური ანატოლიის რეგიონში. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 78,328 ადამიანი. იოზგათს აქვს მერია და ჰყავს მერი — იუსუფ ბაშერი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზგათი შუა საუკუნეებში ეკუთვნოდა ბიზანტიის იმპერიას. შემდგომში იგი ბიზანტიამ დაკარგა. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1398 წელს, როდესაც ოსმალეთის სულთანმა, ბაიაზიდ I-მა დაამარცხა ჯვაროსნების არმია და სხვა ტერიტორიებთან ერთად, დაიპყრო იოზგათიც. მალე ჩამოყალიბდა იოზგათის პროვინცია და ქალაქში აშენდა სასახლე. იოზგათს მალევე დაუნიშნეს სანჯაყ-ბეი, რომელიც ძირითადად ფაშა უნდა ყოფილიყო, რადგან სულთნები საკუთარ შვილებს, შეჰზადეებს, იოზგათის სანჯაყის მმართველად არ ნიშნავდნენ. ის ოსმალეთის საბოლოოდ დაშლამდე შედიოდა მის შემადგენლობაში. ხოლო მისი დაშლის შემდეგ დარჩა თურქეთის რესპუბლიკაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]