 |
სიტყვას „კაისერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კაისერი. |
| ქალაქი
კაისერი
Kayseri
| გერბი |
 |
|
კაისერი (თურქ. Kayseri, ლათ. Caesarea in Cappadocia) - ქალაქი ცენტრალურ თურქეთში, კაისერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 1 მლნ.-ს აჭარბებს.
ძველი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ცნობილი იყო კაპადოკიის კესარიის, ცეზარიის, მაზაკის, ევსევიას სახელწოდებით. აქ იყო კაპადოკიის მეფეების რეზიდენცია. 1080 წელს დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა. 200 წლის მანძილზე შედიოდა რუმის სასულთნოს შემადგენლობაში. ოსმალეთის იმპერიას შეუერთდა 1515 წელს.
ქალაქის ცენტრში არის რომაული ხანის ციხესიმაგრე, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სელჯუკების, ასევე ოსმალების ხანაში. ქალაქი მდიდარია სელჯუკური არქიტექტურის ძეგლებით.
ქალაქში არის ოთხი უნივერსიტეტი: ორი სახელმწიფო - ერჯიესისა (Erciyes Üniversitesi) (გაიხსნა 1978 წ.) და აბდულაჰ გიულის (Abdullah Gül Üniversitesi) უნივერსიტეტები და ორი კერძო - მელიქშაჰისა (Melikşah Üniversitesi)(დაარსდა 2008 წ.) და ნუჰ-ნაცი-ყაზგანის (Nuh Naci Yazgan) (გაიხსნა 2011-2012 სასწ. წელს) უნივერსიტეტები.