საქართველოს ბანკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ბანკი

სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკისაქართველოს კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკი „ბინსოცბანკის“ ბაზაზე.

საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით.[1] ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 197 და ბანკომატების რაოდენობა 481 შეადგენს. ბანკი 1 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშს ემსახურება.[2] ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, „ალდაგის“ მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის „ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.

2012 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის Bank of Georgia Holdings plc (LSE: BGEO) აქციები განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში.[3] BGEO ასევე შედის FTSE 250 და FTSE All Share ინდექსებში 2012 წლის ივნისიდან.[4]

საქართველოს ბანკს მინიჭებული აქვს რეიტინგისამი გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: Standard & Poor’s: BB-/B; Moody’s: B1/NP (FC) & Ba3/NP (LC); Fitch Ratings: BB-/B.[5]

საქართველოს ბანკის აქციების 36%–ს ფლობენ ინსტიტუციონალური ინვესტორები დიდი ბრიტანეთიდან, 56.6%–ს განვითარებადი ბაზრებით დაინტერესებული ინსტიტუციონალური ინვესტორები, 5.5%–ს მენეჯმენტი და თანამშრომლები, 1.8%–ს შეადგენს ბონუსების სახით გასაცემი აქციები.[6] საქართველოს ბანკის აქციონერებს შორის არიან Firebird Management LLC, Franklin Templeton Investments, Wellington Management, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IFC) და ევროპის რეკონსქტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).[7]

საკრედიტო რეიტინგები (2010 წლის ივლისის მდგომარეობით)[რედაქტირება]

  • ”სტანდარდ ენდ პურს”-ისაგან: B/B რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით
  • ”მუდის”-ისაგან: B3/NP (უცხოური ვალუტა) და Ba3/NP (ადგილობრივი ვალუტა)
  • ”ფიტჩრეიტინ”-ისაგან: B+/B სტაბილური პერსპექტივით

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://nbg.gov.ge
  2. http://bogh.co.uk/en/about-us
  3. http://24saati.ge/index.php/category/business/banks/2012-03-01/26004.html
  4. http://ghn.ge/news-68246.html
  5. http://netgazeti.ge/GE/90/business/7964/
  6. http://bogh.co.uk/en/reports-and-accounts/bank-of-georgia-holdings-plc/investors-presentations/results-presentations
  7. http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2826&Itemid=0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: