სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
91.184.106.32-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 1: ხაზი 1:

{{ინფოდაფა მმართველი
'''სელიმ I იავუზი''' (''მრისხანე'') (; დ. 10 ოქტომბერი 1470, — გ. 1520, ) — ოსმალეთის სულთანი 1512–1520 წლებში, ბაიაზიდ II-ისა და მისი ხარჭის, გიულბაჰარ ხათუნის ვაჟი.
|ქვეყანა = [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]]
|თანამდებობა = [[სულთანი]]
|სახელი = სელიმ I
|ორიგინალური სახელი = სელიმ I მრისხანე
|რიგი = მე-9
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Yavuz Selim.jpg
|წარწერა =
|კორონაცია =
|მმართველობის დასაწყისი = [[25 აპრილი]], [[1512]]
|მმართველობის დასასრული = [[22 სექტემბერი]], [[1520]]
|წინამორბედი = [[ბაიაზიდ II]]
|მემკვიდრე = [[სულეიმან I]]
|სხვა წოდებები = [[ისლამი]]ს [[ხალიფა]]
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[10 ოქტომბერი]], [[1470]]
|დაბადების ადგილი = [[ამასია]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|გარდაცვალების თარიღი = [[22 სექტემბერი]], [[1520]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ედირნე]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|ქორწინება = [[აიშე ჰაფსა სულთანი]]
ესმეჰან შაჰ სულთანი
ჰარანგენჰან სულთანი
|შვილები = [[სულეიმან I|სულეიმანი]]
[[უვეის-ფაშა|უვეისი]]
ორჰანი
ქორქუთი
მუსა
[[ჰატიჯე სულთანი|ჰატიჯე]]
[[ფატმა სულთანი (სელიმ I-ის ქალიშვილი)|ფატმა]]
[[ბეიჰან სულთანი|ბეიჰანი]]
[[შაჰ სულთანი|შაჰი]]
|სრული სახელი = სელიმ I მრისხანე იავუზი
|დინასტია = [[ოსმანები]]
|მამა = [[ბაიაზიდ II]]
|დედა = [[გულბაჰარ ხათუნი]]
|რელიგია = [[ისლამი]]
|ხელმოწერა = Tughra of Selim I.JPG

'''სელიმ I იავუზი''' (''მრისხანე'') ({{lang-tr|Birinci Selim}}; დ. [[10 ოქტომბერი]] [[1470]], [[ამასია]] — გ. [[20 სექტემბერი]] [[1520]], [[სტამბოლი]]) — [[ოსმალეთი]]ს სულთანი [[1512]]–[[1520]] წლებში, [[ბაიაზიდ II]]-ისა და მისი ხარჭის, [[გიულბაჰარ ხათუნი]]ს ვაჟი.

==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

15:32, 20 მაისი 2022-ის ვერსია

სელიმ I იავუზი (მრისხანე) (; დ. 10 ოქტომბერი 1470, — გ. 1520, ) — ოსმალეთის სულთანი 1512–1520 წლებში, ბაიაზიდ II-ისა და მისი ხარჭის, გიულბაჰარ ხათუნის ვაჟი.

ბიოგრაფია

მამის, სულთან ბაიაზიდ II-ის მმართველობის პერიოდში იყო ტრაპიზონის სანჯაყ-ბეი. ცოლად ჰყავდა მოყვანილი ყირიმის ხანის, მენლი გირეის ქალიშვილი – აიშე. სელიმი არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა უფროსი ძმები. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სულთან ბაიაზიდის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო და ამასთან ერთად, იყო გაცილებით ჭკვიანი ვიდრე მისი უფროსი ძმები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა იძულებული გაეხადა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო და ეს გამოუვიდა კიდეც. 1512 წლის 25 აპრილს სულთან ბაიაზიდი გადადგა და ტახტი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ ბაიაზიდი გარდაიცვალა და არსებობს ვერსია, რომ მისი მოკვლის ბრძანება სწორედ სელიმმა გასცა. სელიმმა ყველა ტახტისათვის მოცილე ძმა სიკვდილით დასაჯა და ოსმანთა დინასტიის ერთპიროვნული წინამძღოლი გახდა.

სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. ევროპაში წინსვლის მაგივრად კურსი აღმოსავლეთით აიღო, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ახლადშექმნილი შიიტური ირანისგან ხედავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, შიიზმთან ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და 1512–1514 წლებში ანატოლიაში მოაწყო შიიტების ჟლეტა, 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში დაამარცხა სეფიანთა ირანის პირველი შაჰი ისმაილი და მიიტაცა დასავლეთ სომხეთი, ქურთისტანი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. 1515 წელს დაასრულა აღმოსავლეთ ანატოლიისა და სომხეთის დაპყრობა, 1516 წელს დაიპყრო ჩრდილოეთი ერაყი, სირია, პალესტინა, 1517 წელს — ეგვიპტე. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა ქალაქებმა მექამ და მედინამ აღიარეს ოსმალეთის სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა ხალიფას წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. 1519 წელს ჩაახშო ჯელალიების აჯანყება. გარდაიცვალა 1520 წლის 22 სექტემბერს, 50 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, სულეიმან I, რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა