რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
85.114.229.69-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 44: ხაზი 44:
}}
}}


'''საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი''' ({{lang-es|Real Madrid}} „მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბი [[ესპანეთის სამეფო|ესპანეთის]] ქალაქ [[მადრიდი]]დან. „რეალი“ არის [[ესპანეთის საფეხბურთო რეკორდები|ყველაზე წარმატებული კლუბი]] ესპანეთში და [[ფიფა]]-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს [[ესპანეთის ლა ლიგა|ლა ლიგის]] სარეკორდო 32 ტიტული; [[ესპანეთის თასი]]ს 18 ტიტული; [[ესპანეთის სუპერთასი]]ს 9 ტიტული; [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის]] სარეკორდო 11 ტიტული; [[უეფა-ს თასი]]ს 2 ტიტული; [[უეფა-ს სუპერთასი]]ს 3 ტიტული და [[საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)|საკონტინენტთაშორისო თასის]] 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ [[G-14]]-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ [[ესპანური ენა|ესპანურად]] „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი [[ალფონსო XIII]]-მ მისცა [[1920]] წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („[[რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ სოსიედადი]]“, „[[რეალ უნიონი]]“, „[[რეალ ბეტისი]]“ და „[[რეალ სარაგოსა]]“).
[[მადრიდი|მ]]<nowiki/>tengiza andzrevs :D

„რეალი“ [[1902]] წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. [[1950-იანები|1950-იანებში]] კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. [[1980-იანები|1980-იანებში]] კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 [[უეფა-ს თასი]]; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „[[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|სანტიაგო ბერნაბეუ“]] არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა [[1947]] წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო [[1957]], [[1969]], [[1980]] და [[2010]] წლებში.

„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონასთან“]], რომელთანაც მატჩებს „[[ელ კლასიკო]]“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით<ref>{{Cite web|title = United rise but Real Madrid stays top | url = http://www.deloitte.com/dtt/press_release/0,1014,sid%253D2834%2526cid%253D191865,00.html | publisher = Deloitte UK | date = 14 February 2008| accessdate = 16 February 2008}}</ref><ref name="Soccer Team Valuations">{{Cite web|title = Soccer Team Valuations | url = http://www.forbes.com/lists/2008/34/biz_soccer08_Soccer-Team-Valuations_Revenue.html | publisher = forbes.com | date = 30 April 2008| accessdate = 16 July 2008}}</ref>

== ისტორია ==
{{მთავარი|რეალ მადრიდის ისტორია}}
[[მადრიდი|მადრიდში]] [[ფეხბურთი]] ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.
[[1895]] წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. [[1900]] წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა [[ხულიან პალასიოსი]]. [[1902]] წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც [[1902]] წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო [[ხუან პადროს რუბიო]]. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი [[ესპანეთი]]ს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. [[1902]] წელს [[ალფონს XIII]] ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ [[1902]] წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).

[[1904]] წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, [[ფიფა]]ს დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - [[1905]] წლიდან [[1908]] წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო [[1930]]- 33 წლებში.

სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.


მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა“]] და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა“]] და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

08:59, 22 თებერვალი 2017-ის ვერსია

რეალ მადრიდი
Real Madrid
სრული სახელი Real Madrid Club de Fútbol[1]
დაარსდა 6 მარტი, 1902
სტადიონი სანტიაგო ბერნაბეუ
(ტევადობა: 85,454 მაყურებელი[2])
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანი
კაპიტანი სერხიო რამოსი
ლიგა ესპანეთის დროშა ლა ლიგა
2015-2016 მე-2 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი (ესპ. Real Madrid „მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 32 ტიტული; ესპანეთის თასის 18 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 9 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 11 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 3 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).

„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.

„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[3][4]

ისტორია

მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.

1895 წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი. 1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. 1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).

1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930- 33 წლებში.

სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.

მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის „რეალს“ მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.

1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.

სასტარტო პირველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.

1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირდება.

ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.

1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.

1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".

"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დი სტეფანოს "რეალში" მიწვევა იყო.

1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი სტად დე რეიმსი 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.

შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევაა და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.

50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

60-იანი წლების მიწურულს მადრიდის „რეალი“ ნელ-ნელა დატოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალს“ კვლავ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.

1975 წელს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16- ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.

1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადა ვერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.

სანტიაგო ბერნაბეუ

1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათაშორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, "დონ სანტიაგოს თასი" გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში "რეალმა" თბილისის "დინამოს" 4:2 სძლია. სწორედ ამ შეხვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათაშორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.

1985-86 წლებში მადრიდის "რეალმა" 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.

90-იანი წლების დასაწყისი "რეალისთვის" მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, "ბარსელონას" ჩრდილიდან გამოსვლას.

90-იანი წლების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი რეალისთვის წარმატებული ეპოქა იყო. გუნდმა სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუმცა 2004 წლიდან გუნდს ჩავარდნა დაეწყო. რეალი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი. 2010 წლიდან გუნდს სათავაში ჩაუდგა ჟოზე მაურინიო. რეალი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2011 წელს მოიგო ესპანეთის თასი, დაამარცხა რა ფინალში „ბარსელონა", ხოლო 2012 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2013 წელს გუნდმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. წარუმატებლობის გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ჯოზე მოურინიო; იგი ამ თანამდებობაზე შეცვალა კარლო ანჩელოტიმ.

ანჩელოტის მოსვლის დღიდან გუნდში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ეს ყველაფერი იმ მიღწევებით გამოიხატა რასაც მადრიდულმა კლუბმა 2013/2014 წლების სეზონში მიაღწია. ანჩელოტიმ როგორც მას იტალიაში ეძახიან "პაპა კარლომ" გუნდში მოსვლისთანავე პირველივე სეზონში შეძლო ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმას რასაც გულშემათკივარი 12 წელი ელოდა და ის რაც ყველა მადრიდელს მონატრებული ჰქონდა მათ პაპა კარლომ ეს ნატვრა პირველივე სეზონში აუსრულა და სანუკვარი "ლადესმა" მოაგებინა.

შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე კოსტა-რიკა კოსტა-რიკა კეილორ ნავასი
2 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი რაფაელ ვარანი
3 მცველი პორტუგალია პორტუგალია პეპე
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო რამოსი ()
6 მცველი ესპანეთი ესპანეთი ნაჩო
7 თავდამსხმელი პორტუგალია პორტუგალია კრიშტიანუ რონალდუ
8 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ტონი კროოსი
9 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი ქარიმ ბენზემა
10 ნახევარმცველი კოლუმბია კოლუმბია ხამეს როდრიგესი
11 ნახევარმცველი უელსი უელსი გარეთ ბეილი
12 მცველი ბრაზილია ბრაზილია მარსელო
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი კიკო კასილია
14 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია კაზემირო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
15 მცველი ესპანეთი ესპანეთი დანიელ კარვახალი
16 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია მატეო კოვაჩიჩი
17 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო არბელოა
18 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ლუკას ვასკესი
19 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია ლუკა მოდრიჩი
20 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ხესე როდრიგესი
22 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ისკო
23 მცველი ბრაზილია ბრაზილია დანილო
31 მეკარე ესპანეთი ესპანეთი რუბენ იანეზ

პრეზიდენტები

ფლორენტინო პერესი

არსებობის მანძილზე „რეალი“ იმართებოდა კლუბის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელსაც ე.წ. სოსიოსი ჰქვია. ყველაზე დიდ ხანს სამეფო კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იესტე იყო, რომელიც რეალის პირველი პირი 35 წლის მანძილზე (1943-1978 წ.წ.) იყო. 2000 წლის ივლისიდან კი, სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ალფრედო დი სტეფანოს უკავია. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.

სახელი -დან -მდე
ესპანეთის დროშა ხულიან პალასიოსი 1900 1902
ესპანეთის დროშა ხუან პადროსი 1902 1904
ესპანეთის დროშა კარლოს პადროსი 1904 1908
ესპანეთის დროშა ადოლფო მელენდესი 1908 1916
ესპანეთის დროშა პედრო პარახესი 1916 1926
ესპანეთის დროშა ლუის დე ურკიხო 1926 1930
ესპანეთის დროშა ლუის უსერა 1930 1935
ესპანეთის დროშა რაფაელ სანჩეს გუერა 1935 1936
ესპანეთის დროშა ადოლფო მელენდესი 1936 1940
ესპანეთის დროშა ანტონიო სანტოს პერალბა 1940 1943
ესპანეთის დროშა სანტიაგო ბერნაბეუ იესტე 1943 1978
ესპანეთის დროშა ლუის დე კარლოსი 1978 1985
ესპანეთის დროშა რამონ მენდოსა 1985 1995
ესპანეთის დროშა ლორენსო სანსი 1995 2000
ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი 2000 2006
ესპანეთის დროშა რამონ კალდერონი 2006 2009
ესპანეთის დროშა ფლორენტინო პერესი 2009 -

მწვრთნელები

კარლო ანჩელოტიმ „რეალ მადრიდს“ ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტიტული მოაპოვებინა

რეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო. მის შემდეგ სამეფო კლუბში სხვადასხვა დროს 41 სპეციალისტი მუშაობდა. ყველაზე დიდ ხანს "ბლანკოსს" მიგელ მუნიოსი (1960-1974) უძღვებოდა, რომლის თავკაცობითაც სამეფო კლუბმა 424 მატჩი ჩაატარა. კლუბს ამჟამად ზინედინ ზიდანი წვრთნის.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ის მწვრთნელებია ნახსენები, რომლებმაც რეალს მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოაგებინეს.

სახელი დრო ტიტულები ჯამში
შინასარბიელი საერთაშორისო
ლლ ეთ ეს ლთ ჩლ უთ უს სთ
ინგლისის დროშა არტურ ჯონსონი 1910–20
0
5
0
0
0
0
0
0
5
უნგრეთის დროშა ლიპო ჰერტსკა 1930–32
1
0
0
0
0
0
0
0
1
ავსტრიის დროშა რობერტ ფირსტი 1932–34
1
0
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ფრანსისკო ბრუ 1934–41
0
1
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ხაკინტო კინკოსესი 1945–46, 1947–48
0
1
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ბალტასარ ალბენისი 1946–47, 1950–51
0
1
0
0
0
0
0
0
1
ურუგვაის დროშა ენრიკე ფერნანდესი 1953–54
1
0
0
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა 1954–57
2
0
0
0
2
0
0
0
4
არგენტინის დროშა ლუის კარნილია 1957–59, 1959
1
0
0
0
2
0
0
0
3
ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი 1959, 1960–74
9
2
0
0
2
0
0
1
14
იუგოსლავიის დროშა მილიან მილიანიჩი 1974–77
2
1
0
0
0
0
0
0
3
იუგოსლავიის დროშა ვუიადინ ბოშკოვი 1979–82
1
1
0
0
0
0
0
0
2
ესპანეთის დროშა ლუის მელოუნი 1974, 1977–79, 1982, 1985–86
3
3
0
1
0
2
0
0
9
ნიდერლანდების დროშა ლეო ბეენჰაკერი 1986–89, 1992
3
1
1
0
0
0
0
0
5
უელსის დროშა ჯონ ტოშაკი 1989–90, 1999
1
0
1
0
0
0
0
0
2
არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო 1990–91
0
0
1
0
0
0
0
0
1
ესპანეთის დროშა ბენიტო ფლორო 1992–94
0
1
1
0
0
0
0
0
2
ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე 1994, 1999–2003
2
0
1
0
2
0
1
1
7
არგენტინის დროშა ხორხე ვალდანო 1994–1996
1
0
0
0
0
0
0
0
1
იტალიის დროშა ფაბიო კაპელო 1996–1997, 2006–2007
2
0
0
0
0
0
0
0
2
გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 1997–1998
0
0
1
0
1
0
0
0
2
ნიდერლანდების დროშა გუუს ჰიდინკი 1998–1999
0
0
0
0
0
0
0
1
1
პორტუგალიის დროშა კარლუშ კეირუში 2003–2004
0
0
1
0
0
0
0
0
1
გერმანიის დროშა ბერნდ შუსტერი 2007–2008
1
0
1
0
0
0
0
0
2
პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 2010–2013
1
1
1
0
0
0
0
0
3
იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი 2013-2015
0
1
0
0
1
0
1
1
4
ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი 2015-2016
0
0
0
0
0
0
0
0
0
საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანი 2016-
0
0
0
0
1
0
0
0
1

ტიტულები

1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57, 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64, 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72, 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08, 2011-12.

1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34, 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74, 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93, 2010-11, 2013-14.

1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008, 2012.

1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-2000, 2001-2002, 2013-2014 2015-2016

1984-85, 1985-86

2002, 2014, 2016

1960, 1998, 2002

2014, 2016

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური ვებ-გვერდები

გუნდის სიახლეები

სქოლიო

  1. Real Madrid Club de Fútbol Spanish. Liga de Fútbol Profesional. ციტირების თარიღი: 22 February 2009.
  2. El Bernabéu estrena 900 localidades más. as.com. ციტირების თარიღი: 20 October 2011.
  3. United rise but Real Madrid stays top. Deloitte UK (14 February 2008). ციტირების თარიღი: 16 February 2008.
  4. Soccer Team Valuations. forbes.com (30 April 2008). ციტირების თარიღი: 16 July 2008.
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.