მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელო
Marcelo Vieira.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
12 მაისი, 1988 (1988-05-12) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 1.72 მ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 12
ახალგაზრდული კარიერა
2002-2005 ფლუმინენსე
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005-2006 ფლუმინენსე 30 (6)
2007- რეალ მადრიდი 292 (21)
ეროვნული ნაკრები
2005 ბრაზილია 17 წლ. 3 (1)
2007 ბრაზილია 20 წლ. 4 (0)
2008-2012 ბრაზილია 23 წლ. 12 (1)
2006- ბრაზილია 47 (5)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
2 ივნისი, 2017.

მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი (პორტ. Marcelo Vieira da Silva Júnior; დ. 12 მაისი, 1988; რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია), ან უბრალოდ მარსელობრაზილიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო. 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბ, ფლუმინენსეს სკაუტები დაინტერესდნენ. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ფლუმინენსეს მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2005 წლის 13 ნოემბერს ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა, ვასკო და გამასთან შეხვედრაში, მარსელო მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა, ანგარიშით 2-0.

მადრიდის რეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელო რეალის ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. აი რა განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ბრაზილიელის პრეზენტაციაზე: "მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია და გუნდს უფრო გამოაცოცხლებს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ ევროპას სურდა."

მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში დეპორტივოს წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 7 იანვარს. იმავე წლის 14 აპრილს ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში ბერნდ შუსტერი მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო რეალის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელო (მარცხნივ) არგენტინელ ლიონელ მესისთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე.

2006 წელს, მარსელომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. მან უელსის ნაკრებს გაუტანა შესანიშნავი შორეული გოლი, რომელიც როგორც ამბობენ, მხოლოდ ბრაზილიელი მცველებისთვისაა დამახასიათებელი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ მის ცნობილ თანამემამულე მცველს, რობერტო კარლოსს.

მარსელომ ბრაზილიის ნარკების რიგებში მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. სადაც კარლოს დუნგას თავკაცობით, მან და მისმა თანაგუნდელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მარსელოს მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც ასრულებს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ფლუმინენსე
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Best named at FIFA Football Awards. FIFA (9 იანვარი, 2017). წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2017.
  2. The Liga BBVA 2015/16 Team of the Season. Liga de Fútbol Profesional (1 ივნისი, 2016). წაკითხვის თარიღი: 4 ივნისი, 2016.
  3. UEFA Champions League Squad of the Season. uefa.com (30 მაისი, 2016).