ტიბო კურტუა
![]() კურტუა ბელგიის ნაკრებში 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა[1] | ||
დაბადების თარიღი | 11 მაისი, 1992 | ||
დაბადების ადგილი |
ბრე, ![]() | ||
სიმაღლე | 200 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 1 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–1999 | ბილზენი | ||
1999–2009 | გენკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2011 | გენკი | 41 | (0) |
2011-2018 | ჩელსი | 126 | (0) |
2011-2014 |
→ ატლეტიკო მადრიდი (იჯარით) | 111 | (0) |
2018- | რეალ მადრიდი | 135 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009–2010 | ბელგია 18 წლ. | 4 | (0) |
2011– | ბელგია | 94 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მაისი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2021 |
ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა (ფრანგ. Thibaut Nicolas Marc Courtois; დ. 11 მაისი, 1992) — ბელგიელი ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე, „რეალ მადრიდის“ წევრი. 2013-2014 წლებში ლონდონის „ჩელსიდან“ იჯარის წესით განათხოვრებული იყო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ მადრიდის „ატლეტიკოში“. ასევე არის ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე.
მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, კურტუა მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[3][4] 2012-2013 წლების სეზონში მან მოიგო რიკარდო ზამორას ტროფი „ატლეტიკოსთან“ ერთად.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიბო კურტუა დაიბადა ბრეში, ბელგიაში. კარიერა დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ბილზენში“,[5] სადაც თავდაპირველად თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მალე, 1999 წელს ის შეუერთდა „გენკს“ 7 წლის ასაკში და ის გადაიყვანეს მეკარის პოზიციაზე.
გენკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გენკის“ ახალგაზრდულ გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ, კურტუას დებიუტი შედგა მთავარ გუნდში „გენტთან“ მატჩში 2009 წლის 17 აპრილს, როცა ის იყო 16 წლის და 341 დღის. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როცა „გენკმა“ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი 2010-2011 წლების სეზონში. მან მიიღო წლის მეკარის და „გენკის“ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. იმ სეზონში მან 40 მატჩში გაუშვა მხოლოდ 32 გოლი, 14 მატჩში კარი მშრალად შეინახა.[6][7]
ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2011 წლის ივლისში კურტუა შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ჩელსის“. კლუბთან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი.[8][9]
იჯარით ატლეტიკო მადრიდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„ჩელსიში“ გადასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კურტუა იჯარით გაუშვეს ლა ლიგის კლუბ „ატლეტიკო მადრიდში“.[10] „ატლეტიკო მადრიდში“ კურტუას გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე ატარებდა დავიდ დე ხეა, სანამ გადავიდოდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წლის ივნისში.[11]
კურტუას დებიუტი „ატლეტიკო მადრიდში“ შედგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ვიტორია გიმარაეშის“ წინააღმდეგ,[12] რის შემდეგაც შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაშიც „ოსასუნასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. კურტუა გახდა გუნდის პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგის პირველ ექვს მატჩში კარი მშრალად შეინახა.[13][14][15][16][17] 2011 წლის 26 ნოემბერს, კურტუამ მიიღო პირველი წითელი ბარათი მის პროფესიონალურ კარიერაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ქარიმ ბენზემას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, სადაც მისი კლუბი დამარცხდა მადრიდულ დერბიში, ანგარიშით 4-1. „ატლეტიკომ“ მიაღწია უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალამდე 2012 წელს, სადაც კურტუამ მშრალად შეინახა კარი ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3-0 მოგებულ მატჩში.[18]
კურტუას იჯარა „ატლეტიკოში“ გაგრძელდა 2012-2013 წლების სეზონში.[19] იჯარის ვადის გახანგრძილვების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა მის მფლობელ კლუბ „ჩელსისთან“ უეფა-ს სუპერთასის მატჩში მონაკოში, რომელიც დასრულდა 4-1, „ატლეტიკოს“ გამარჯვებით. მოგვიანებით კურტუამ დაამყარა „ატლეტიკოს“ ახალი რეკორდი, 820 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია „ვისენტე კალდერონზე“.[20] სერია შეწყდა „რეალ სოსიედადთან“ 1-0 წაგებულ მატჩში.[21] „ატლეტიკო“ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში 2013 წელს, სადაც კურტუა დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად[22] „რელათან“ 2-1 მოგევულ მატჩში, სადაც პირველად გაიმარჯვა თანაქალაქელ კლუბთან მატჩში ბოლო 14 წლის განმავლობაში „ატლეტიკომ“. 2013-2014 წლების სეზონში, კურტუამ კვლავ გაახანგრძლივა იჯარა „ატლეტიკოსთან“ 12 თვით.[23]
2014 წლის აპრილში „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა კურტუას სატრანსფერო უფლებების მქონე კლუბ „ჩელსის“. „ჩელსიმ“ განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ დამატებით 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა კურტუას მიერ გამართული თითო მატჩისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ. უეფამ განაცხადა, რომ კურტუას შეეძლო „ჩელსისთან“ თამაში ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე.[24]
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კურტუა პირველად გამოიძახეს 2011 წლის ოქტომბერში[25][26] და მისი დებიუტი შედგა შემდეგ თვეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 0-0 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც ითამაშა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[27][28][29]
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა კურტუამ ნაკრებში, რის შემდეგაც ბელგია მოსფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა 2002 წლის შემდეგ.[30] შესარჩევი ეტაპის განმავლობაში, მან ექვს მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიბო კურტუა დაიბადა ფრენბურთელების ოჯახში. მისი მამა ტიერი, რომელიც ამჟამად მისი საფეხბურთო აგენტია, 1990-იან წლებში თამაშობდა „გენკის“ ფრენბურთის კლუბში. მისი დედაც იყო პროფესიონალი ფრენბურთელი, ისევე როგორც მისი და, რომელიც ამჟამად თამაშობს „გენკში“ და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[31].
კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 30 აპრილი, 2014[32]
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | საკონტინენტო | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
გენკი | 2008–2009 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
2009–2010 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | |
2010–2011 | 40 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 44 | 0 | |
ჯამში | 41 | 0 | 1 | 0 | 3 | 0 | 45 | 0 | |
ატლეტიკო მადრიდი | 2011–2012 | 37 | 0 | 0 | 0 | 15 | 0 | 52 | 0 |
2012–2013 | 37 | 0 | 8 | 0 | 1 | 0 | 46 | 0 | |
2013–2014 | 34 | 0 | 7 | 0 | 11 | 0 | 52 | 0 | |
ჯამში | 108 | 0 | 15 | 0 | 27 | 0 | 150 | 0 | |
ჯამში კარიერაში | 149 | 0 | 16 | 0 | 30 | 0 | 195 | 0 |
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- განახლდა: 2 მაისი, 2014[33]
ბელგიის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2011 | 1 | 0 |
2012 | 6 | 0 |
2013 | 7 | 0 |
2014 | 1 | 0 |
ჯამში | 15 | 0 |
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გენკი
- ბელგიის ჩემპიონატი (1): 2010–2011
- ბელგიის თასი (1): 2008–2009
- ატლეტიკო მადრიდი
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2011–2012
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2012
- კოპა დელ რეი (1): 2012–2013
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბელგიის წლის საუკეთესო მეკარე (1): 2011[34]
- ლა ლიგა რიკარდო ზამორას ტროფი (1): 2013
- ლა ლიგის წლის მეკარე (1): 2013
- საუკეთესო ბელგიელი ლეგიონერი (1): 2013[35]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- „ატლეტიკოს“ ოფიციალური პროფილი დაარქივებული 2014-07-18 საიტზე Wayback Machine.
- სტატისტიკა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის გვერდზე
- Sky Sports-ის პროფილი
- კურტუას პროფილი YouthWatch-ზე დაარქივებული 2016-01-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Acta del Partido celebrado el 28 de agosto de 2011, en Madrid - Atlético Madrid vs Osasuna დაარქივებული 2012-07-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links; RFEF, 28 August 2011 (ესპანური)
- ↑ „Player Profile: Thibaut Courtois“. Atlético Madrid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 22 August 2013.
- ↑ „Courtois rated 'best in world'“. Sky Sports. 18 November 2013.
- ↑ „The world's best footballers in 2013: Lionel Messi retains his crown“. The Guardian. 24 December 2013.
- ↑ kbilzersevv.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2014-05-06.
- ↑ Courtois History. 101 Great Goals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 12 July 2011.
- ↑ STATS Hosted Solution | Player Stats - Thibaut Courtois - Racing Genk. Hosted.stats.com. ციტირების თარიღი: 27 April 2012.
- ↑ Courtois Completed. Chelsea F.C. (26 July 2011). ციტირების თარიღი: 26 July 2011.
- ↑ „Chelsea loan keeper Thibaut Courtois to Atletico Madrid“. BBC. 26 July 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
- ↑ Courtois on Loan. Chelsea F.C.. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
- ↑ „Chelsea keeper Courtois targets starting line-up spot after completing Atletico loan“. Daily Mail. London. 26 July 2011. ციტირების თარიღი: 19 April 2014.
- ↑ Match: Guimaraes v Atlético Madrid - Europa League. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 August 2011.
- ↑ Thibaut Courtois Bio, Stats, News - Football / Soccer - - ESPN Soccernet. ESPN Soccernet. ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Match: Atlético Madrid v Osasuna - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (28 August 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Match: Atlético Madrid v Racing Santander - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (18 September 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Match: Atlético Madrid v Sporting Gijon - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (21 September 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Match: Atlético Madrid v Sevilla FC - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (2 October 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Report: Atlético Madrid vs Athletic Bilbao. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 11 May 2012.
- ↑ Courtois to stay in Spain. Chelsea F.C.. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
- ↑ Courtois hopeful of Atleti extension. ESPN FC (12 March 2013).
- ↑ Prieto strikes as Sociedad stun Atletico. Eurosport (11 March 2013).
- ↑ Doyle, Paul (12 April 2014). „Atlético Madrid's Thibaut Courtois could be thorn in Chelsea's side“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 May 2014.
- ↑ Courtois loan extended. Chelsea F.C. (24 June 2013). ციტირების თარიღი: 24 June 2013.
- ↑ Thibaut Courtois CAN play for Atlético vs Chelsea in Champions League. inside World Soccer (12 April 2014).
- ↑ Match Stats: Belgium v Kazakhstan. ESPN Soccernet (7 October 2011). ციტირების თარიღი: 7 October 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ Match Stats: Belgium v Germany. ESPN Soccernet (11 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
- ↑ „Courtois makes Debut“. The Guardian. London. 15 November 2011. ციტირების თარიღი: 15 November 2011.
- ↑ Pugmire, Jerome (16 November 2011). „Belgium Draws“. Taiwan News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 November 2011.
- ↑ Chelsea FC Loan Roundup: 11/20/11. Stephen Schmidt (20 November 2011). ციტირების თარიღი: 20 November 2011.
- ↑ „Chelsea keeper Thibaut Courtois labelled 'best in world' by Belgium team-mate Toby Alderweireld“. BSkyB. 18 November 2013. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
- ↑ „Courtois, el héroe voleibolista“ (ესპანური). Donbalon.com. 2013-06-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2013-06-16.
- ↑ Bélgica - T. Courtois. br.soccerway.com. ციტირების თარიღი: 30 April 2014.
- ↑ Thibaut Courtois - national football team player. eu-football.info.
- ↑ „Ivan Perisic is Profvoetballer van het Jaar“ (Dutch). Het Nieuwsblad. 22 May 2011. ციტირების თარიღი: 1 May 2014.
- ↑ „Thibaut Courtois beste Belg in buitenland“. Het Laatste Nieuws (Dutch). 21 January 2014. ციტირების თარიღი: 30 April 2014.
|
|
|
|
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2021
- დაბადებული 1992
- ბელგიელი ფეხბურთელები
- ჩელსის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელები
- გენკის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 11 მაისი
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები