ჟანა დე ვალუა (1391-1433)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანა დე ვალუა
ბრეტანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1399
მმართ. დასასრული: 27 სექტემბერი, 1433
წინამორბედი: ჟანა ნავარელი
მემკვიდრე: იზაბელა სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი, 1391
დაბ. ადგილი: მარნა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 27 სექტემბერი, 1433, (42 წლის)
გარდ. ადგილი: ვანი, ბრეტანი
მეუღლე: ჟან V, ბრეტანის ჰერცოგი
შვილები: შვიდი შვილი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VI, საფრანგეთის მეფე
დედა: იზაბელა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois, ბრეტ. Janed Valois; დ. 24 იანვარი, 1391 — გ. 27 სექტემბერი, 1433) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის მეორე შვილი. ბრეტანის ჰერცოგინია 1399-1433 წლებში როგორც ჟან V-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დაიბადა 1391 წლის 24 იანვარს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის მეორე შვილი და ასევე მეორე ქალიშვილი.

ჟანისა და ჟანას ქორწინება

1396 წელს ჟანა ცოლად შერთეს ეტამპის გრაფ ჟან დე მონტფორტს, რომელიც სულ სამ წელიწადში, 1399 წელს ბრეტანის ჰერცოგი ჟან V ხდება.

როგორც ჰერცოგინია, ჟანამ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჟან V-ისა და პენტიევრის გრაფებს შორის არსებული კონფლიქტის დროს. ჟანას მოქნილი პოლიტიკის წყალობით, პენტიევრის გრაფებმა 1440 წელს ომი წააგეს (მაგრამ ჟანა ამას ვერ მოესწრო. ამის შედეგად, მათ დაჰკარგეს თავიანთი სტატუსი და მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც მონტფორტების შემდეგ პირველები იყვნენ ბრეტანის ტახტის რიგში. მიუხედავად დამარცხებისა, მათ თავიანთი პრეტენზია და ბრძოლის სურვილი არ დაუკარგავთ. პენტიევრებმა ჟან V 1420 წელს თავიანთთან მიიწვიეს, ვითომდა შესარიგებლად, თუმცა იგი ტყვედ ჩაიდეს და წლების მანძილზე ეჯდათ საკანში.

პენტიევრები ცდილობდნენ ჭორის გავრცელებას, ვითომ ჟანი დაიღუპა, თუმცა განრისხებულმა ჟანამ დახმარება მამას სთხოვა, რომელმაც ბრეტანში დიდი ფრანგული ჯარი გააგზავნა. ჟანამ ფრანგულ არმიას მიწასთან გაასწორებინა პენტიევრების ციხე-სიმაგრეები და გაათავისუფლა ჟან V.

ჟანა გარდაიცვალა 1433 წლის 27 სექტემბერს, ჯერ კიდევ თავისი ქმრის მმართველობის პერიოდში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანა (1409-1415), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. იზაბელა (1411-1442), ცოლად გაჰყვა ლავალის გრაფ გაი XIV-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  3. მარგარიტა (1412-1421), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფრანსუა I (1414-1450), ბრეტანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჯერ იოლანდა ანჟუელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იზაბელა შოტლანდიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  5. კატრინი (1416-1621), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. პიერ II (1418-1457), ბრეტანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანსუაზ ამბუაზელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. გაილი (1420-1450), შანტოსის ბარონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Elisabeth Taburet-Delahaye (dir.), Paris 1400 : Les arts sous Charles VI, Fayard/RMN, 2004, 413 p. ISBN 2213620229.