იზაბელა სტიუარტი
იზაბელა სტიუარტი | |
---|---|
ბრეტანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 30 ოქტომბერი, 1442 |
მმართ. დასასრული: | 18 ივლისი, 1450 |
წინამორბედი: | ჟანა დე ვალუა |
მემკვიდრე: | ფრანსუაზ დე ამბუაზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1426 |
გარდ. თარიღი: | 13 ოქტომბერი, 1494 |
მეუღლე: | ფრანსუა I, ბრეტანის ჰერცოგი |
შვილები: |
მარგარიტა, ბრეტანის ჰერცოგინია მარი, როანის ვიკონტესა |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჯეიმზ I, შოტლანდიის მეფე |
დედა: | ჯოან ბეფორტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იზაბელა სტიუარტი (შოტლ. Isabella o Scotland, ფრანგ. Isabelle d'Écosse; დ. 1426 — გ. 13 ოქტომბერი, 1494), აგრეთვე ცნობილია როგორც იზაბელა შოტლანდიელი — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და დედოფალ ჯოან ბეფორტის ქალიშვილი. ბრეტანის ჰერცოგინია 1442-50 წლებში როგორც ჰერცოგ ფრანსუა I-ის მეორე ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელა დაიბადა 1426 წლის შემოდგომაზე. იგი იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ჯოან ბეფორტის მეორე შვილი და ქალიშვილი. მას ერთი უფროსი და ჰყავდა, სახელად მარგარეტი. როგორც ცნობილია, იზაბელა გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მარგარეტი, რომელიც ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს გაჰყვა, რის შემდეგაც ბრეტანის ჰერცოგმა ჟან V-მ თავისი უფროსი დაქვრივებული ვაჟისთვის, ფრანსუასათვის საცოლედ იზაბელა მოითხოვა. ბრეტანის ჰერცოგმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "მე ვიხილე უმშვენიერესი მარგარეტი და შევიტყვე, რომ მისი უმცროსი და კიდევ უფრო მშვენიერია. ჩემი ახლობლები ჩავიდნენ შოტლანდიაში, რათა ის აქ ჩამომიყვანონ. იგი სწორედ ისაა ვინც მე მჭირდება, მე სხვა არავინ მინდა. მათ ჭკვიან ქალებს ბევრი სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის." იზაბელასა და ფრანსუას საქორწინო კონტრაქტი 1441 წლის 19 ივლისს გაფორმდა, 1442 წლის 29 აგვისტოს კი ჟან V გარდაიცვალა, რის გამოც ჰერცოგი იზაბელას საქმრო გახდა.
იზაბელა და ფრანსუა I 1442 წლის 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ შატო დე ორაიში. ამას ქალაქ რენში გამართული რვა დღიანი საზეიმო ღონისძიებები მოჰყვა.
1445 წელს მისი დის, მარგარეტის გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა იზაბელაზე, რომელმაც წიგნიც კი დაწერა, სახელად Livre d'Isabeau d'Escosse, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. იზაბელას მამისაგან მემკვიდრეობით გამოჰყვა პოეტობის ნიჭი.
1450 წელს იზაბელას ქმარიც გარდაიცვალა, რის გამოც ვინაიდან მათ ვაჟი არ ჰყავდათ ტახტზე მათი ქალიშვილი მარგარიტა და მისი ქმარი ფრანსუა II ავიდნენ. ვინაიდან დაქვრივებისას იზაბელა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, საფრანგეთის მეფე შარლ VII-მ მას შესთავაზა ცოლად ნავარის მეფეს გაჰყოლოდა, თუმცა მან უარი განაცხადა. მისმა ძმამ, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-მ დიდი დრო და ენერგია დახარჯა, რათა როგორმე იზაბელა შოტლანდიაში დაებრუნებინა, სადაც მას მეორედ გაათხოვებდნენ, თუმცა იგი კვლავ ბრეტანში რჩებოდა. მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ ბრეტანში გაატარა, სადაც იგი 1494 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგარიტა (1443-1469), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- მარი (1444-1506), ცოლად გაჰყვა როანის ვიკონტსა და პოროეტის გრაფ ჟან II-ს;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alison Weir, Britain's Royal Families
- Annie Forbes Bush Memoirs of the Queens of France
- MacDougall, Norman James III Revised Edition John Donald Edinburgh 2009