ბრეტონული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრეტონული ენა
Brezhoneg
გავრცელებულია საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 210,000 ათ. (ბრეტანი)
16,000 ათ. (ილ-დე-ფრანსი)
ოფიციალური სტატუსი რეგიონული ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
კელტური
კუნძულოვანი კელტური ენები
ბრიტული ენები
სამხრეთ-დასავლური ბრიტული ენები
კელტური

ბრეტონული ენაბრეტონელების ენა. ეკუთვნის ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტურ ჯგუფს. გავრცელებულია ბრეტანში, სადაც ბრეტონელთა წინაპრები დასახლებულან V-VI საუკუნეებში. ბრეტონულ ენაზე ლაპარაკობს 20000 ათ. მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ფლობს აგრეთვე ფრანგულ ენას. ბრეტონული ენა მოიცავს ოთხ ძირითად დიალექტს; არ გააჩნია ერთიანი სალიტერატურო ფორმა. ბრეტონულ ენაზე საუბრობენ ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთსა და ქვემო ბრეტანში — ძირითადად ფინისტერის დეპატამენტში და კოტ-დ’არმორისა და მორბიანის დეპარტამენტების დასავლეთ ნაწილში. ბრეტონული ენის პირველი წერილობითი ძეგლებია VIII-XI საუკუნეების გლოსები. 1464 წელს შედგა პირველი ბრეტონულ-ლათინურ-ფრანგული ლექსიკონი. ენათესავება უელსურ, კორნუოლურ და გალიური ენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Valléе F., La langue brétonne en 40 lecons, Saint-Brieuc, 1940;
  • Hemon R., La langue brétonne. La Baule, 1947;
  • Jackson K. H. Historical phonology of Breton. Dublin, 1967;
  • Favereau F. Grammaire du Breton contemporain. S. l., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]