შინაარსზე გადასვლა

ნექტანებ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნექტანებ II
"ნახტჰორჰები"
D40G5W4t
O49
ფარაონ ნექტანებ II-ის თავი (ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი)
ფარაონ ნექტანებ II-ის თავი (ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი)
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 360–342 (30-ე დინასტია)
წინამორბედი ტახოსი
მემკვიდრე არტაქსერქსე III
მამა ჯაჰეპიმუ

ნექტანებ II (ან ნახტჰორჰები) — ოცდამეათე დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ნექტანებ II მოიხსენიება, როგორც ძველი ეგვიპტის უკანასკნელი ადგილობრივი ფარაონი, იგი მებობდა ძვ.წ 360–342 წლებში. ნექტანებ II-ის მმართველობის დროს ეგვიპტე აყვავდა. მისი მეფობის დროს ეგვიპტურ ხელოვნებაში შეიქმნა სპეციალური სტილი, რომელმაც განსაკუთრებული ნიშანი დატოვა ბარელიეფში, პტოლემეების ეპოქის დროს. ნექტანებ II-მ ნექტანებ I-ის მსგავსად დიდი ყურადღება გამოიჩინა ყველა ეგვიპტური კულტის მიმართ და ეგვიპტის ასზე მეტი ადგილი ატარებს მისი ყურადღების მტკიცებულებას. ნექტანებ II-მ საკუთარ თავზე უფრო მეტი ნაგებობის აშენება და რესტავრაცია აიღო, ვიდრე ნექტანებ I-მა, კერძოდ ღვთაება ისიდას უზარმაზარი ტაძრის მშენებლობა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ნექტანები წარმატებით უნარჩუნებდა ეგვიპტეს უსაფრთხოებას და თავს არიდებდა აქემენიანთა იმპერიის მხრიდან მომავალ საფრთხეებს. მისი ყოფილი მსახურის მენტორ როდოსელის ღალატის შემდეგ, ძვ.წ. 343 წელს ნექტანებ II საბოლოოდ მაინც დამარცხდა სპარსულ-ბერძნული კომბინირებული ძალის წინააღმდეგ პელუზიის ბრძოლაში. ძვ.წ. 342 წელს სპარსელებმა ჯერ მემფისის ოკუპაცია მოახდინეს, შემდგომ კი მთელი ეგვიპტის. რის შემდეგაც ეგვიპტე კვლავ დაბრუნდა აქემენიანთა იმპერიის შემადგებნლობაში. განცდილი მარცხის შემდეგ ნექტანები სამხრეთით გაიქცა და გარკვეული დროის მანძილზე ინარჩუნებდა ძალებს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ტახოსი
 ეგვიპტის ფარაონი 
ძვ.წ. 360 – ძვ.წ. 342
შემდეგი:
არტაქსერქსე III