შინაარსზე გადასვლა

კრისტინა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა ესპანელი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1965 (1965-06-13) (59 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ინიაკი უნდარხარინი
(ქ. 1997)
შვილ(ებ)ი ხუანი
პაბლო
მიგელი
ირენე
მშობლები მამა: ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე
დედა: სოფია ბერძენი
ხელმოწერა

კრისტინა ესპანელი (ესპ. Cristina de España; დ. 13 ივნისი, 1965) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ისა და დედოფალ სოფია ბერძენის ქალიშვილი. 2015 წლიდან იგი ესპანეთის სამეფო ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრეა, თავისი ძმის, მეფე ფილიპე VI-ის, მისი შვილების, თავისი დის, ლუგოს ჰერცოგინია ელენასა და მისი შვილების შემდეგ.

კრისტინა დაიბადა 1965 წლის 13 ივნისს მადრიდში. იგი არის ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია ბერძენის მეორე ქალიშვილი. მას ერთი უფროსი და ჰყავს, ლუგოს ჰერცოგინია ელენას სახით და ასევე ერთი უმცროსი ძმა, ესპანეთის დღევანდელი მეფის, ფილიპე VI-ის სახით. კრისტინამ თავდაპირველად უმაღლესი განათლება მადრიდის უნივერსიტეტში მიიღო, პოლიტიკური მეცნიერებების განხრით, რის შემდეგაც სწავლა ნიუ-იორკში განაგრძო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 1988 წელს იგი დაესწრო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ტარდებოდა. ამ თამაშებში კრისტინამ მონაწილეობაც მიიღო, როგორც მცურავმა და ასევე დაესწრო საზეიმო დროშის გახსნის ცერემონიალს.

კრისტინა ასევე აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. მან თავისი საქველმოქმედო ფონდი გახსნა, რომელსაც "Duquesa de Palma de Mallorca" დაარქვა და რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, სპორტსმენი ინიაკი უნდარხარინი. მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. კრისტინა და ინიაკი 1997 წელს დაქორწინდნენ მადრიდში. 2015 წლიდან, კრისტინას ძმამ, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ მათ წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომლის მიხედვითაც მათ კორუფციულ საქმიანობაში ედებათ ბრალი.

2016 წელს ინფანტა კრისტინა და მისი ქმარი, სხვა თექვსმეტ ბრალდებულთან ერთად სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, რომელზეც განიხილებოდა კორუფციისა და გადასახადების გადაუხდელობის საქმე. კრისტინა გაამართლეს, თუმცა მის ქმარს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა კორუფციული საქმიანობისათვის. როგორც აღმოჩნდა, ინიაკი ამ საქმეებს მარტო ახორციელებდა და კრისტინა არ ჩაუთრევია. 2017 წლის 17 თებერვალს კრისტინას მოთხოვნით მისი ქმრის საქმე განახლდა, ამჯერად არა როგორც კორუფციის, არამედ როგორც თაღლითობის ბრალდებით, რის გამოც მისი სასჯელის ვადა 6 წლამდე ჩამოსწიეს. საბოლოოდ, კრისტინამ მოახერხა და 265, 000 დოლარის გადახდის შემდეგ მისი ქმარი ვადამდე გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ ისინი ერიდებიან პრესასა და ჟურნალისტებთან ყველანაირ შეხებას.

  • "Spain's Princess Cristina cleared in tax trial". BBC News. 17 February 2017. Retrieved 17 February 2017.
  • "La Casa del Rey expresa su "sorpresa" ante el cambio de criterio del juez" (in Spanish). El Periodico de Catalunya. Retrieved 2013-04-03.
  • "Court rules tax fraud trial of Spain's Princess Cristina must go ahead". Reuters. 29 Jan 2016.