იდლეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
იდლეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | წინარეხი |
კოორდინატები | 41°51′34″ ჩ. გ. 44°27′31″ ა. გ. / 41.85944° ჩ. გ. 44.45861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
მოსახლეობა | 263[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
იდლეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში.[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდლეთი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის განაპირას დგას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ხოლო სოფლის ცენტრში კვირაცხოვლისა და მიქელ-გაბრიელის ეკლესიები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 319 | 142 | 177 |
2014[1] | 263 | 125 | 138 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 197-198.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 165-166.
- მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|