შინაარსზე გადასვლა

ანზორ მექვაბიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანზორ მექვაბიშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
5 ივნისი, 2001 (2001-06-05) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უნივერსიტატეა კრაიოვა
ნომერი 5
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2020–2024 დინამო თბილისი 99 (8)
2024– უნივერსიტატეა 18 (0)
ეროვნული ნაკრები
2016–2018 საქართველო 17-წლ. 3 (0)
2018– საქართველო 19-წლ. 12 (1)
2020–2023 საქართველო 21-წლ. 13 (1)
2022– საქართველო 14 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2024

ანზორ მექვაბიშვილი (დ. 5 ივნისი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „დინამოს“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის პირველობის, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ჩათვლით სულ 113 მატჩში (13 გოლი) მიიღო მონაწილეობა. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.[1]

ახალგაზრდა ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდში პირველად ჩისკო მუნიოსის დროს მოხვდა. თუმცა მისი დებიუტი კახა ჩხეტიანის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში შედგა. როტაციის ფეხბურთელობიდან ძირითადის წევრობასა და გუნდის ვიცე-კაპიტნობამდე გზა მექვაბიშვილმა არასრულ ორ წელიწადში გაიარა.

2022 წლის დეკემბერში 21 წლის ნახევარმცველი GFF Awards 2022-ზე წლის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინანტებში მოხვდა — მექვაბიშვილმა ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.[2] აღნიშნულ პერიოდში მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პოლონური „რაკუვი“ და ნიდერლანდური „ვიტესი“ იჩენდნენ.

2024 წლის იანვარში რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ გადავიდა, სადაც 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[3][4]

რუმინულ კლუბში 22 წლის საყრდენი ნახევარმცველის დებიუტი „სტიაუასთან“ შინ გამართულ შეხვედრაში 21 იანვარს შედგა.[5][6]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იცავდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. მისი დებიუტი ახალგაზრდულ გუნდში 2020 წლის სექტემბერში შედგა. იმ დროისთვის, როდესაც საფრანგეთის 21-წლამდელთა წინააღმდეგ ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდულში პირველად ათამაშა მექვაბიშვილი 19 წლის და 3 თვის იყო. იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და მისი კაპიტანი.

სპეციალისტების შეფასებით მექვაბიშვილს 6-იანისა და 8-იანის პოზიციაზე თამაში თანაბარი წარმატებით შეუძლია. შესაბამისად, მის ამ უნარს კლუბში, ახალგაზრდულ და პირველ ნაკრებებში მწვრთნელები აქტიურად იყენებენ ფორმაციის ცვლილებისთვის.[7]

ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველად 2022 წელს ვილი სანიოლმა გამოიძახა და მარტის ორივე ამხანაგური მატჩი ათამაშა — ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ტირანაში ალბანეთთან.[8]

მექვაბიშვილმა 2022 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გამართული 9 მატჩიდან 7 შეხვედრაში ითამაშა. ძირითადში პირველად გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან 4–0 მოგებულ მატჩში გამოჩნდა. იმავე გიბრალტართან გასვლაზე კი ნაკრებში პირველ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

სანაკრებო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 9 ივნისი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველოს დროშა
საქართველო
2022 7 0
2023 6 0
2024 1 0
ჯამში 14 0

სანაკრებო მატჩები და გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63' [9][10]
2 29.03.2022 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 0–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75' [11][12]
3 02.06.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 გიბრალტარის დროშა გიბრალტარი ერთა ლიგა [13][14]
4 12.06.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 63 წუთის შემდეგ 63' [15][16]
5 23.09.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78' [17][18]
6 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი გიბრალტარის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა [19][20]
7 17.11.2022 შარჯა მაროკო მაროკოს დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78' [21][22]
8 08.09.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–7 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46' [23][24]
9 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 76 წუთი 76' [25][26]
10 12.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი ამხანაგური [27][28]
11 15.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 85 წუთი 85' [29][30]
12 16.11.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70' [31][32]
13 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 60 წუთი 60' [33][34]
14 09.06.2024 პოდგორიცა მონტენეგრო მონტენეგროს დროშა 1–3 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80' [35][36]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2022

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედია
1tv.ge · Lelo.ge · Setanta Sports

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე // lelo.ge
  2. საუკეთესოდ დასახელება კარიერაში წინსვლის შანსია
  3. ბედნიერი ვარ „დინამოში“ გატარებული ყოველი წუთით
  4. ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატეაში“
  5. Universitatea Craiova 0–3 FCSB / Liga I. soccerway
  6. „ვიცი, რომ აქ თავის დამკვიდრება იოლი არ იქნება“...
  7. მექვაბიშვილი — ევროპული კლუბების სამიზნე
  8. ნაკრების მწვრთნელის დავალება შევასრულეთ
  9. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies. soccerway
  10. Bosnia and Herzegovina v Georgia, 25 March 2022
  11. Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
  12. Albania v Georgia, 29 March 2022
  13. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. soccerway
  14. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. uefa.com
  15. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
  16. Georgia v Bulgaria, 12 June 2022
  17. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  18. Georgia v North Macedonia, 23 September 2022
  19. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  20. Gibraltar v Georgia, 26 September 2022
  21. Morocco 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
  22. Morocco v Georgia, 17 November 2022
  23. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
  24. Georgia v Spain, 08 September 2023
  25. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  26. Norway v Georgia, 12 September 2023
  27. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  28. Georgia v Thailand, 12 October 2023
  29. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
  30. Georgia v Cyprus, 15 October 2023
  31. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
  32. Georgia v Scotland, 16 November 2023
  33. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  34. Spain v Georgia, 19 November 2023
  35. Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
  36. Montenegro v Georgia, 09 June 2024